რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს თბილისის ტაძრის დღესასწაულს ულოცავს.
ამის შესახებ მათ მილოცვაშია აღნიშნული. „საქართველოს ეზიდთა თემი დღეს „ტავაფა ეზიდს”- თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის ეზიდური ტაძარი რეგიონული მნიშვნელობის სამლოცველოა მთელს ეზიდურ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან მომლოცველები. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს ტაძრის დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობას, კეთილდღეობას უსურვებს“, – აღნიშნულია მილოცვაში.
