ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილობრივების ცნობით, 45 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
ინფორმაციას და მომხდარის ამსახველ ფოტომასალას ადგილობრივი მედია “ბათუმელები” ავრცელებს.
