უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დააწესა რუსულ ტელეკომუნიკაციების ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებზე.
ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალი სანქციები მიმართულია ლუგანსკის კომუნიკაციებისა და მობილური საკომუნიკაციო სისტემების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს.
მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ასევე დაწესდა ფედერალურ თანამგზავრულ და ტელეკომუნიკაციების ოპერატორ ამტელ-სვიაზზე, რომელიც საკომუნიკაციო მომსახურებას უწევს, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებას და ასევე თანამგზავრული კავშირგაბმულობის კომპანიაზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში უზრუნველყოფს უსაფრთხო საკომუნიკაციო არხებს
![„[რუსებმა] 20 ათასი ბავშვი მოგვპარეს…“ – რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?](https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2025/06/volodimir-zelenski.webp)