Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო – სოფიო ხორგუანი

June 13, 2026
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო – სოფიო ხორგუანი

„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრის, სოფიო ხირგუანის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო.

როგორც გახარიას პარტიის წევრმა ბრიფინგზე განაცხადა, ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება.

მისი თქმით, ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ხორგუანი მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და განიხილონ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები.

„ოცნების“ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი დეოკუპაციის პოლიტიკისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით.
ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო. ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება.
ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, რუსეთმა ცხინვალში გაგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და ახლა, მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრად“.

ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იმდენად მტკიცეა, როგორც არასდროს და ეს, ძირითადად, სტრატეგუიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებასა და გერმანიის ელჩის ლანძღვაში გამოიხატება.
სახელმწიფო უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

სწორედ ამიტომ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი და კომიტეტის წევრი, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები; საკითხის შესწავლისას კომიტეტმა უნდა განიხილოს სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების გზები, მათ შორის, მიმდინარე ანექსიის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა და სხვა სამართლებრივი გამოსავლის მოძიება;
რა თქმა უნდა, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოიწვიონ შესაბამისი უწყებებიდან უფლებამოსილი და კომპეტენტური პირები.
სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი, რეალურად უნდა იცავდეს საქართველოს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა
  • თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  • “თავისუფლება ელენე ხოშტარიას” – რუსთავის ციხესთან ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge