Saturday, June 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

კახა კალაძე – შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია არ არსებობს – როდესაც მოღალატე ხარ, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო, ერთიანი თუ დაშლილი, წარმატების შესაძლებლობა ვერ გექნება

June 13, 2026
“4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულებს სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე

იმის გამო, რაც ხდება ზოგადად, ოპოზიციურ სპექტრში, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია არ არსებობს, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის ერთობა არაერთხელ უნახავს საზოგადოებას, თუმცა „როდესაც ხარ მოღალატე შენი ქმედებები არანაირ თანხვედრაში არ მოდის ქვეყნის ინტერესებთან“.

„ჩვენ ვიხილეთ ის ერთობა, რომელიც წინა წლებშიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი, სხვადასხვა პლატფორმაზე ერთიანდებოდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც ხარ მოღალატე, ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ატარებ, შენი ქმედებები არანაირ თანხვედრაში არ მოდის ქვეყნის ინტერესებთან, რა პლატფორმაზეც არ უნდა იყო – ერთიანი, დაშლილი, ცალკე, რა თქმა უნდა, ვერ გექნება წარმატების შესაძლებლობა და ვერაფერს ვერ გააკეთებ ამ ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ქვეყნის ბედს წყვეტს ქართველი ხალხი და აქ მცხოვრები ადამიანები და არა გარე აქტორები. კალაძის მტკიცებით, ოპოზიციას საქართველოსთან საერო არაფერი აქვს.

„საქართველოსთან და ზოგადად, ეროვნულ ინტერესებთან, ამ ადამიანებს საერთო არაფერი აქვთ, ისინი არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები და ამაში ფულს იღებდნენ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები განეხორციელებინათ და გარე აქტორების ჩართულობით, კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ. ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი შეიქმნა ქვეყანაში, რომელშიც ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ბოლო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ეს იფუთებოდა, რომ თითქოს რაღაც კარგი პროექტები უნდა განეხორციელებინათ სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, თუმცა პირდაპირ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იქმნებოდა აგენტურული ქსელი. ეს ყველაფერი გაშიფრულია. ხალხმა ყველას, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. ყველაფერი ვიცით, ვინ მუშაობს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებისთვის და ვინ არის წინააღმდეგობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ – 12 ივნისს გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს – უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს
  • ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს
  • ჩვენი მომლაპარაკებლები (დიპლომატები) ბრიუსელში ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან – ჩეჩელაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge