Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა – კალანდაძეს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ

June 13, 2026
აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა – კალანდაძეს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ

აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველმა კაპიტანმა, 47 წლის ავთანდილ კალანდაძემ აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის წაყენებული ბრალი აღიარა – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსული ჩრდილოვანი ფლოტი ქართველ კაპიტანს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ.

სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ყოფილი კაპიტანია და რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“ – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ეიზენბერგმა განაცხადა, რომ „კალანდაძის მიერ დანაშაულის აღიარება გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩრდილოვანი ფლოტის მფლობელებისთვის, ოპერატორებისთვის და ყველასთვის, ვინც მართავს ან სხვაგვარად მხარს უჭერს მსგავს სახიფათო გემებს“.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ავთანდილ კალანდაძე ტანკერის Bella 1-ის კაპიტანი 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო, რა დროშიც მან აზიაში 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაიტანა.

„ამ პერიოდში კალანდაძე Bella 1-ის გადაადგილების დასამალად სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის, გადაადგილდებოდა გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით (AIS) და ნავთობის გადატვირთვისას გემის დასახელებას მალავდა“ – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში

ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1, რომლის კაპიტანიც ავთანდილ კალანდაძე იყო, ირანიდან ვენესუელისკენ 2025 წლის აგვისტოში გავიდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა
  • თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  • “თავისუფლება ელენე ხოშტარიას” – რუსთავის ციხესთან ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge