კადიროვის 18 წლის ვაჟს, ადამ კადიროვს ჩეჩნეთის გმირის წოდება უკვე მეორედ მიანიჭეს.
გადაწყვეტილება ჩეჩნეთის პრემიერმა მიიღო და თქვა, რომ ეს წოდება მას მიენიჭა “სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ხალხისადმი თავდადებული სამსახურისთვის, აქტიური და ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისკენ არის მიმართული, ასევე რუსეთის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით”.
