Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

June 12, 2026
სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ცესკოში შრომის ანაზღაურების, სახელმწიფო შესყიდვებისა და შიდა კონტროლის მიმართულებით არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

აუდიტის თანახმად, 2023-2024 წლებში ცესკოში შრომის ანაზღაურებაზე ჯამში 81.6 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის 8.9 მილიონი ლარი სახელფასო დანამატების სახით გაიცა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ რიგ შემთხვევებში თანამშრომლებზე კანონით განსაზღვრულ ზღვარზე მეტი დანამატები გაიცემოდა ცესკოს შიდა აქტების საფუძველზე.

ანგარიშში საუბარია სამუშაო დროის აღრიცხვის პრობლემებზეც. აუდიტორების ინფორმაციით, თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტი — ტაბელი არ იწარმოებოდა, ხოლო ტურნიკეტების მონაცემები ბუღალტერიაში არ ხვდებოდა, რაც ფინანსური კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს.

შენიშვნები ეხება სახელმწიფო შესყიდვებსაც. აუდიტის მიხედვით, ბაზრის კვლევის შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდებოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის დადგენა, რამდენად სრულყოფილად იყო შესწავლილი ბაზარი და როგორ განისაზღვრებოდა შესყიდვების სავარაუდო ღირებულება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 12.2 მილიონი ლარის ღირებულების საარქივე-სასაწყობე ინფრასტრუქტურის პროექტს, რომელიც, აუდიტის შეფასებით, შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციების სრული გათვალისწინების გარეშე განხორციელდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცესკოს რეკომენდაციებით მიმართა, გააძლიეროს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, სრულად დაადასტუროს ბაზრის კვლევის შედეგები და შესყიდვების პროცესში კონკურენციის ხელშემწყობი მექანიზმები დანერგოს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • „სრულწლოვანი პირები ეთერს უნდა გამოთიშვოდნენ და ბავშვს დახმარებოდნენ“ – თეა წულუკიანი საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • “ხალხს საპროცესოზე დათანხმებას იმიტომ სთხოვენ, რომ შემდეგ ცინიკურად თქვან, მოინანიეს დანაშაულიო” – კოტე კოკაიას შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge