Friday, June 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვურჩევდი, ტონს ერთი რეგისტრით დაუწიონ…” – რას ამბობს გია ხუხაშვილი

June 12, 2026
“ხელისუფლების მხარდამჭერებს ვურჩევ…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

“ნაციონალურ მოძრაობას“ განახლებისა და ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ აქვს – ვურჩევდი, რომ იზრუნონ ელექტორატის შენარჩუნებაზე და ტონს ერთი რეგისტრით დაუწიონ. უფრო პოლიტიკაზე იფიქრონ და არა ბელადის ერთგულებაზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ განახლების პროცესს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ძალა არ არის პარტიებში, ძალა არის ხალხში.

„მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პარტიის განახლების რესურსს. არ მგონია, რომ ეს რესურსი არსებობდეს. გასაგებია, რომ მას ჰყავს ძალიან სტაბილური ელექტორალური დასაყრდენი, მაგრამ განვითარების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ჩვენ ვაკვირდებით, რომ ბოლო წლებში პარტიის შესაძლებლობები, სულ უფრო და უფრო მცირდება. რაც შეეხება განახლებას, პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც ელექტორატის, მხარდამჭერების ძირითადი ნაწილი ორიენტირებულია არა პოლიტიკაზე, არამედ ბელადის ბრმად მიმდევრობაზე, იქ რაიმე ტიპის ცვლილებებზე საუბარი, ჩემი აზრით, ზედმეტია. შორიდან ნანუკა ჟორჟოლიანის შესაძლებლობებიც კარგად ჩანს, მენეჯერული შესაძლებლობები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამას უბრალოდ ვერ შეძლებს. რისი გაკეთებაც საჭიროა, მან შეიძლება იცოდეს, მაგრამ თვითონ ისეთი ტიპის ფანატიკურ წინააღმდეგობას წააწყდება, რომ ზარალის მეტს ამ პროცესიდან ის ვერაფერს მიიღებს. ეს ისეთი თემაა, რომელსაც მე სკეპტიკურად ვუყურებ. როგორც აღვნიშნე, „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლებისა და ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ აქვს.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოში განწყობილია ისე, რომ მას არ მოსწონს აწმყო, დღევანდელი ხელისუფლების სახით, მაგრამ არც იმისთვისაა მზად, რომ წარსულში დაბრუნდეს. ის ითხოვს მომავლის არჩევანს. მომავალს ვერ ხედავს წარსულში, ანუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ პარტიას განახლების პოტენციალი ისეთი, რომ წარსულის განულება და ახალი სტარტის აღება მოხდეს, ესეც შეუძლებელია. საბაზისო მხარდამჭერი ჯგუფები „ნაციონალური მოძრაობის“ ისევ წარსულში არიან. შეცდომების აღიარებაც არ უნდათ და მიხეილ სააკაშვილის მითოლოგიაში ცხოვრობენ. რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამას? – არაფერი. მათ ერთადერთი ვურჩევდი, რომ იზრუნონ ელექტორატის შენარჩუნებაზე და ტონს ერთი რეგისტრით დაუწიონ. უფრო პოლიტიკაზე იფიქრონ და არა ბელადის ერთგულებაზე.

დღეს გვაქვს სიტუაცია – ორ ბელადს, ბიძინასა და მიშას, უნდა, რომ მათი დაპირისპირება ავსებდეს პოლიტიკურ სამყაროს მთლიანად. ისინი თითქოს დაპირისპირებულები არიან, მაგრამ ამით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. არავის აღარ უნდა ეს ბელადების ეპოქა. არც ერთი ბელადი სჭირდება არავის და არც მეორე ბელადი. გვინდა ჯანსაღი, ნორმალური, ადამიანური პოლიტიკა და არა მითოლოგიური გმირების შერკინება ღრუბლებში.

რაც შეხება ოპოზიციურ ალიანსს, გაუგებარი სისტემაა. ამ ტიპის ალიანსების არსებობა არის ხელისუფლების დაკვეთა. პოლიტიკური შინაარსი ამაში არ არის. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ძალა არ არის პარტიებში. პარტიები როგორც არ უნდა დაჯგუფდნენ, ძალა არის ხალხში. ჩვენი ხელისუფლება რეაგირებს მხოლოდ ძალაზე ანუ ხალხის განწყობებზე. ვისაც აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკაში იყოს, უნდა იზრუნოს მხარდამჭერების მოზიდვაზე. სანამ პროტესტი გათითოკაცებულია, ხელისუფლება ინარჩუნებს სტაბილურობას“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ ვაპირებდი [სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნას], მაგრამ იმდენად ბოდიშს არ იხდიან, ეს მაძლევს საბაბს, რომ დავაპირო” – ბავშვის დედა საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • “სასამართლო პროცესები მასკარადია – ეს ქვეყანა უსამართლობაში, უპერსპექტივობასა და უიმედობაში იხრჩობა და ეს როდის ამოფეთქავს, არავინ იცის” – ზურაბ ჯაფარიძე 4 ოქტომბრის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge