ბანგკოკის აეროპორტში ორი ქალი 109 ცხოველის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას უცხოური მედია CNN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ცხოველები ქალების ბარგში, შემოწმებისას აღმოაჩინეს. მათ შორის იყვნენ: 35 კუ, 50 ხვლიკი, 20 გველი, 2 თეთრი მაჩვზღარბი და 2 ჯავშნოსანი. დაკავებულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, ერთი 24-ის, მეორე კი 38 წლისაა. ისინი ინდოეთის ქალაქ ჩენაიში მიემგზავრებოდნენ.