ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარს ეხმაურება:
“გუშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული მძიმე კადრების შეფასებისგან თავს შევიკავებ, ჩემი პოსტის ძირითადი ადრესატები არიან ადამიანები – ზრდასრული ადამიანები, რომლებიც წესით უნდა ათვითცნობიერებდნენ ბავშვების მყიფე ფსიქიკასა და მათ მოწყვლადობას.
მიუხედავად ამისა, მგონი არ დარჩენილა არცერთი “ინფლუენსერი” ვინც არ დააკომენტარა და საჯაროდ არ შეარცხვინა ეს ბავშვები.
იმის ნაცვლად, რომ ამ შემთხვევაშიც ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან ემოქმედათ და როგორმე სხვა ფორმით გაგვეანალიზებინა და დაგვენახა ეს პრობლემა და მისი გადაჭრის გზებზე გვემსჯელა, ბავშვების საჯაროდ გაკიცხვა არჩიეს.” – წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი.
გუშინ ნანა კუხალეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი შვილიშვილი საზმაუს პირდაპირ ეთერში სიმღერის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა, თუმცა ბავშვს რამდენიმე წუთის განმავლობაში ყურადღება არავინ მიაქცია. ბებიის ინფორმაციით, “ანკა ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა”.
