სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. კომპანია „ბელმორი“ თანაშრომელს, ოთარ ავალიანს ემშვიდობება.
„ამბობენ, კომპანიას შენობები კი არა ადამიანები ქმნიან… დღეს ბელმორი და ფლექსვუდი ამ სიტყვების სიმძაფრეს ყველაზე მეტად გრძნობს. ვემშვიდობებით ჩვენი გუნდის საუკეთესო თანამშრომელსა და შეუცვლელ მეგობარს.
მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი კოლექტივისთვის. მისი ადამიანობა და მეგობრული დამოკიდებულება ყოველთვის დარჩება ჩვენს მეხსიერებაში. მან შეძლო და დაიმსახურა უამრავი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა.
ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებს და ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც ძვირფასი იყო. ვუსურვებთ მათ ძალასა და გამძლეობას ამ დიდი ტკივილის გადასატანად.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ნათელში ამყოფოს ოთარის სული…“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
