“სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა” – ამის შესახებ მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი ცნობით, ნინო ჯღარკავამ უჩივლა. პროცესი 10 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
“ვაშაააა, ლენტი გავჭერი.
სქროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა.
ჯღარკმა მიჩივლя და ორი სქრინია თქვენიო.
10 ივლისს რამეს ხომ არ გეგმავთ?
14:00 საქალაქო სასამართლოს 41 დარბაზი,” – წერს მაია დარსმელიძე.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის შექმნა მდინარაძემ დააანონსა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს ექვემდებარება და მუშაობა 1 ივნისს დაიწყო.
