Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შსს „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

June 11, 2026
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა – ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის 17 პირი იმყოფება, რომელთა „სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“.

ამასთან, შსს განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ უსაფუძვლო ბრალდებებს.

განვმარტავთ, რომ სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის რჩება 17 პირი, რომელთა შორის არ არიან ქალები და ბავშვები.

ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირები აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები, თუმცა არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს, ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ ეძლევათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან მათ აქვთ კრიმინალური წარსული და გასამართლებულები არიან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი გამოთქვეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინულ მხარეს შორის ხანგრძლივი და მრავალმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, მესამე ქვეყნის გავლით საქართველო უკვე დატოვა.

„დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ამ დროისათვის მყოფი 17 პირის სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მუდმივ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოში შესაბამისი ქვეყნის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კოორდინაციით ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში” მყოფი პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას ახორციელებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დარიალის ხეობაში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ერთი წელია დაპატიმრებულები არიან, იქ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საკვების სიმწირის გამო, დღეში ერთხელ იკვებებიან, ერთ-ერთმა ადამიანმა კი შესბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო და შედეგად თვალი დაკარგა. ინფორმაცია თავდაპირველად ადვოკატმა დარია სამუდოროვმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელმაც დაწერა: ” დამიკავშირდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც 1 წელია უკანონოდ ჰყავთ გამოკეტილი დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის სარდაფში. ამჟამად იქ იმყოფება 19 ადამიანი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე და ოპერატორები ყველანი გაოცებულები ვიყავით, ეგ როგორ მოხდა. ამდენი ბავშვი რომ იყო, ალბათ მაგიტომაც ვერ დავინახეთ” – ლიზა ბაგრატიონი
  • “მთავარი საკითხის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობაც დაიწყო, იყო ზარები ანკას დედასთან…” – არასრულწლოვანი ბავშვის ბებია საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • Wizz Air-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge