Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ” – ირაკლი ზარქუა

June 11, 2026
„არ აღასრულებ?! ციხე!“ – რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს, ბელადი იქით „თუხთუხებს“, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ – სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე, – ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი სახე არაა და იქ პოლიტიკაში ჩართული აქამდეც იყო.

„მე პირადად მივესალმები. სულ ამ რევოლუციებს იძახიან და რევოლუცია მოაწყონ საკუთარ პარტიაში რამდენჯერაც უნდათ. მოიყვანონ ახალი „ტოპ ტვინები“. ქალბატონი ნანუკა ჰყავთ ამჯერად მოწვეული. ნათქვამია, ფერი ფერსაო და ზუსტად ერთი ერთში არიან. საკუთარ პარტიაში, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ატარონ რევოლუციები და ამ ქვეყანას და ხალხს თავი დაანებონ. მივესალმებით, ძალიან კარგი, მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. ბელადი იქით თუხთუხებს, აქეთ ახალი სახეები, „ტოპ ტვინები“ მოჰყავთ. მე თუ მკითხავთ მშვენიერი პროცესი მიმდინარეობს. მიდის ბრძოლა. „ჩერგო“ რამის დამთმობია?! გამორიცხულია! ის ბელადი რამის დამთმობია?! ახალ ვარცხნილობასთან ერთად სიახლე, რევოლუციური გადაწყვეტილება შემოიტანა – ნანუკა შემოჰყავს პოლიტიკაში. აქამდე არ იყო ნანუკა?! იყო, მაგრამ ახლა მორიგი სიგიჟე უნდა. თავიანთ ამომრჩევლებს აგიჟებენ, ახალი სისხლიო. ვინ არის ახალი?! ქალი დღე და ღამე მმართველი პარტიის ლანძღვაშია და „ნაცმოძრაობის“ გვერდით, მიშას პლაკატებით დარბის. ახალი კადრია?! არა! ერთმანეთს ატყუებენ. თან უნდათ პირველობა აიღონ იმ ე.წ. ალიანსში და არის აჯაფსანდალი.

ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. პირადად მე მივესალმები. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. უბრალოდ, ზოგჯერ ვხალისობთ ხოლმე“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სსკ-ის 129-ე მუხლის მიხედვით დანაშაულია სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა” – ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე საზმაუს ეთერში მომხდარზე
  • საქართველოს პირველი არხი ეთერში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში 2-ჯერ ჩაინიშნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge