Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღეში ერთხელ ვჭამთ, კანალიზაციიდან წვეთავს…” – რას ყვებიან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელები

June 11, 2026
“დღეში ერთხელ ვჭამთ, კანალიზაციიდან წვეთავს…” – რას ყვებიან რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილი უკრაინელები

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დარიალის ხეობაში მდებარე საემიგრაციო ცენტრში მოთავსებული უკრაინის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ცენტრში ამჟამად დაახლოებით 20 ადამიანია, რომლებიც გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან.

უკრაინელების ინფორმაციით, ისინი თითქმის ერთი წელია ოროთახიან საკანში არიან გამოკეტილები. მათივე განცხადებით, ადგილზე მძიმე სანიტარული მდგომარეობაა, არ არის საკმარისი საკვები და შეზღუდულია წვდომა აუცილებელ მედიკამენტებზე.

„ტვ პირველთან“ საუბრისას უკრაინის მოქალაქე ყვება, რომ მათთან ერთად მყოფმა ერთმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სათანადო სამედიცინო დახმარების არქონის გამო მხედველობა დაკარგა და თვალი დაუზიანდა.

“მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ჩემთან ერთად კიდევ 17 მოქალაქე იმყოფება. ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ჩვენ შორის არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფები, მათ შორის აივ ინფიცირებულები, ვისაც სჭირდება ყოველდღიური მედიკამენტოზური მკურნალობა, ასეთი წამლები აქ არ არის. საჭმელი ბოლოს ორი კვირის წინ მოგვიტანეს, რომელიღაც ორგანიზაციამ საელჩოსთან ერთად, ეს იყო საელჩოსგან გამგზავნილი საკვები. ჩვენ ვიზოგავთ ამ საჭმელს, იმიტომ, რომ 18 ადამიანი ვიმყოფებით აქ და ვჭამთ დღეში ერთხელ. ახლა ძალიან ცოტა საკვები გვაქვს დარჩენილი, ვერ ვიტყვით, რომ სრულიად გამოცარიელებულები ვართ. ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს თვალის მწვავე ანთება, მას ინფექცია შეხვდა, თვალმა დაუწყო ლპობა, აღარ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, თვალს მხოლოდ იბანდა, სასწრაფო გამოვიძახეთ, მხოლოდ თვალის წვეთები მისცეს და გვითხრეს, რომ სხვა არაფერი შეეძლოთ, მაგრამ ამან მდგომარეობა ვერ შეამსუბუქა, ამის შემდეგ 2 კვირაში სდიოდა ჩირქი – მას შემდეგ, რაც მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ამ ადამიანმა მხედველობა დაკარგა და ამის შემდეგ სასწრაფო მოვიდა, გადაიყვანეს სადღაც, მაგრამ ისევ უკან დააბრუნეს” – ამბობს უკრაინის მოქალაქე.

უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე “ტვ პირველს” უყვება, რომ ცხოვრება ანტისანიტარიაში უწევთ, რადგან შენობის თავზე საკანალიზაციო მილი გადის, რომელიც ოთახში წვეთავს.

ამასთან, უკრაინის მოქალაქეები შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვენ, რათან ქვეყანაში შემოუშვან, ან უკან უკრაინაში დააბრუნონ, ან კიდევ მესამე ქვეყანაში გაუშვან.

“აქ გარშემო სულ ბეტონია და საკანალიზაციო მილიც გადის ჩვენს თავზე, წყალს ბოთლებით ვეზიდებით, ეს არის კანალიზაცია, რომელიც წვეთავს, ამას უყურებთ ახლა, აქ დავდგით პლასტიკატი, რომ გაივსოს. მე ვიყავი იძულებით გამოძევებული რუსეთის ფედერაციიდან, მე არ ვარ სამხედრო, ვარ სამოქალაქო პირი. როდესაც ვიმყოფებოდი საემიგრაციო დეპარტამენტში, ჩემს საზღვარგარეთის პასპორტს ვადა გაუვიდა. საქართველოს ხელისუფლება მეუბნება, რომ ჩემი გატარება არ შეუძლია და შემასახლეს სარდაფში, ამიღეს თითის ანაბეჭდები. პირველ რიცხვში გახდება 12 თვე, რაც აქ ვარ. ამ ერთი წლის განმავლობაში ვუკავშირდებოდით უკრაინის ხელისუფლებას, მათ წარმომადგენლებს საქართველოს ტერიტორიაზე, ვითხოვეთ დოკუმენტების ვადის გაგრძელება” – ამბობს კიდევ ერთი უკრაინელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკური ლიდერების საქმეზე სხდომები კვირაში 2-ჯერ ჩაინიშნა
  • “მოკლედ, სადღაც სექტემბრისთვის “საბოტაჟნიკების” ახალ პარტიას უნდა ელოდოს რუსთავის მე-12” – რას წერს ნიკა გვარამია
  • “ოპოზიციის ალიანსში” არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, მედიაში არის ამბავი, თორემ აგერ დარბაზში შევალთ და ჩვეულებრივად ვილაპარაკებთ” – ზურაბ ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge