Thursday, June 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

June 11, 2026
ბედისწერის გარდამტეხი სეზონი მოდის – ვინ არის გაზაფხულის TOP 3 ფავორიტი ნიშანი?

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით გაძლიერდება, რაც დაგეხმარებათ, პარტნიორის სურვილები უკეთ გაიგოთ. ეცადეთ, ეს ნიჭი ურთიერთობის გასაღრმავებლად გამოიყენოთ. შეეცადეთ, ამ დღეს სამსახურიდან ადრე წამოხვიდეთ — საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გატარებული დრო თქვენზე სასიკეთოდ იმოქმედებს. შესანიშნავი დღეა ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. გირჩევთ, სხვა ადამიანების თხოვნა თუ სურვილები მეტად გაითვალისწინოთ — ეს საშუალებას მოგცემთ კოლეგებთან და მეზობლებთან ახლო ურთიერთობა დაამყაროთ. თუ დღეისთვის გარიგება გაქვთ დაგეგმილი, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ! მერკური დასუსტებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მფარველობის იმედი არ უნდა გქონდეთ. გაუფრთხილდით ნერვებს და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. გახსოვდეთ, რომ მუდმივ სტრესს ყველაზე მტკიცე ჯანმრთელობის განადგურებაც კი შეუძლია.

კურო

წყვილებმა, რომლებსაც ურთიერთობაში პრობლემები აქვთ უმჯობესია რამდენიმე დღე ცალ-ცალკე გაატარონ და გრძნობების სიმტკიცე შეამოწმონ. ეს დაგეხმარებათ, მიხვდეთ, გააგრძელოთ ურთიერთობა თუ ერთმანეთს დაშორდეთ. „განხეთქილების ვაშლად“ შეიძლება ბინის საკითხი, ასევე მეორე ნახევრის მშობლებთან ურთიერთობა იქცეს. წინ უსიამოვნო საუბარი გელით, თუმცა ამ პრობლემას თავს გაართმევთ. ახალი გეგმები თქვენგან ენერგიულობას, სასარგებლო კავშირების გაფართოებასა და ოფიციალური კავშირების დამყარებას მოითხოვს. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ოცნებები ცხოვრებაში განახორციელოთ. დღეს შესაძლებელია არტერიული წნევის ცვალებადობა, რაც სატურნის აქტიურობით იქნება გამოწვეული. შეეცადეთ, ამ დღეს დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მოერიდოთ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლოა ახლობელმა ადამიანმა გაწყენინოთ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. რასაც ვერ შეცვლით, იმის გამო არ უნდა ინერვიულოთ. ეს დღე უამრავ ხელსაყრელ შესაძლებლობას და პერსპექტივას გამზადებთ, თუმცა დასახული მიზნების მისაღწევად ბევრი შრომა მოგიწევთ. დროა, ხელი მოჰკიდოთ საქმეებს, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავთ. როგორც კი ამ ვალდებულებებს მოიშორებთ, ნამდვილ თავისუფლებას იგრძნობთ! ავანტიურამ შესაძლოა მატერიალურ დანაკარგებამდე მიგიყვანოთ. ფრთხილად იყავით — პარტნიორულ ვალდებულებებში ტყუილისა და თაღლითობის რისკი არსებობს. შეეცადეთ, უარი თქვათ სიგარეტზე და კოფეინზე, რადგან ისინი შფოთვის შეგრძნებას აძლიერებენ.

კირჩხიბი

სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი სასიამოვნო ამბავი გელით. შესაძლებელია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ერთი შეხედვით მოგხიბლავთ და თავს შეგაყვარებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიშვას, მაგრამ თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. ეს დღე თქვენთვის შეხვედრებთან და ურთიერთობებთან იქნება დაკავშირებული, რაც, დაღლილობასთან ერთად, სასიამოვნო ემოციებსაც მოგიტანთ. გირჩევთ, საყიდლებზე საყვარელ ადამიანთან ერთად წახვიდეთ, რომელიც ფულის ფანტვის საშუალებას არ მოგცემთ. ეს დღე ხელსაყრელია ექიმთან ვიზიტისთვის ან პროფილაქტიკური შემოწმების ჩასატარებლად. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ძვირად ღირებულ მკურნალობაზე ფულის დახარჯვა არ მოგიწევთ!

ლომი

დაივიწყეთ ყველა საზრუნავი და პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იზრუნეთ. გახსოვდეთ, საქმეები მოიცდიან, საკუთარი ბედნიერება კი შეიძლება ხელიდან გაგექცეთ. პარტნიორთან ურთიერთობაში სირთულეები გელით, რომლებსაც ოჯახის წევრებისა და საერთო მეგობრების დახმარებით მოაგვარებთ. სასიცოცხლო ძალების შემცირება უხასიათობისა და გულმავიწყობის მიზეზი გახდება. თავი შეიკავეთ დასკვნების გამოტანისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. დარწმუნდით, რომ სამსახურში თქვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი პრაგმატულ მიზანს ემსახურება და შედეგი მოაქვს. ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობასა და საიმედოობას დააფასებს, შესრულებული სამუშაოს ხარისხი კი თქვენს პროფესიულ პოზიციებს გაამყარებს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე და მავნე ჩვევებზე უარი თქვით.

ქალწული

ამ დღეს წვრილმანების მიმართ ყურადღების გამოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეცადეთ, მხედველობიდან არაფერი გამოგეპაროთ, თორემ შეიძლება დაზარალდეთ. ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებთ საყვარელი ადამიანის იმედები გაამართლოთ. პიროვნული თვისებები და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც აღმოჩნდება. იყავით თანმიმდევრული თქვენს ქმედებებში და სპონტანურ ნაბიჯებს ნუ დაუშვებთ. თქვენმა ფეთქებადმა ხასიათმა შესაძლოა, საქმიანი პარტნიორები და კოლეგები შეაშინოს. ჰოროსკოპი გირჩევთ, გულს და სტრესს მოერიდოთ. ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენასა და შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

წარმატებული დღეა რომანტიკული თავგადასავლებისა და პაემნებისთვის. გამჭრიახობა და გამორჩეული აზროვნება დაგეხმარებათ, რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ. დაოჯახებულ სასწორებს ვურჩევთ, რომანტიკის ნაცვლად, საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავდნენ, თორემ შეიძლება მეორე ნახევრის რისხვა დაიმსახურონ, ნდობით აღსავსე ურთიერთობის დაბრუნება კი ძნელი იქნება. ასტროლოგიური პროგნოზი გაფრთხილებთ, რომ ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრი კონტროლი გელით. ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის მისაღებლად და ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობენ. საღამოს, სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით — საყვარელი ადამიანის კამპანიაში, თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.

მორიელი

ამ დღეს საყვარელი ადამიანი რთულ დავალებას მოგცემთ, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ხელსაყრელი დროა საჭირო და მნიშვნელოვან ხალხთან ურთიერთობების განსამტკიცებლად, მათ მიმართ ზრუნვისა და ყურადღების გამოსახატავად. შეეცადეთ, კონფლიქტებსა და კამათს მოერიდოთ და კომპრომისების ძიება სცადოთ. ნებისმიერი საქმის კეთებისას, ეცადეთ, ყველაფერი იმოქმედოთ კეთილსინდისიერად და არა ვინმესთვის თვალის ასახვევად. იზრუნეთ საკუთარ რეპუტაციაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მატერიალურ სარგებელზე. ვიღაც შეეცდება, საეჭვო საქმეში ჩაგითრიოთ, რაც კანონთან დაკავშირებულ პრობლემებს შეგიქმნით. ეს დღე ხელსაყრელია მკურნალობის დასაწყებად. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, ახლა სწორედ გამოკვლევების დაწყების დროა.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი გასართობი ღონისძიებისთვის, ასევე შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ამ დღეს თქვენი პიროვნული მიმზიდველობა მწვერვალს მიაღწევს. დროა, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები თამამად გამოავლინოთ. ნუ დაელოდებით, რომ გადაწყვეტილება თქვენ ნაცვლად, სხვამ მიიღოს — დამოუკიდებლად იმოქმედეთ. თქვენი ლიდერული თვისებები გუნდს გააერთიანებს და საერთო მიზნისკენ წაიყვანს. მოულოდნელმა ხარჯებმა შესაძლოა გეგმები ჩაგიშალოთ, ამიტომ ეცადეთ, ფულის გარკვეული მარაგი იქონიოთ. დროა, თქვენი ბუნებრივი ენერგია გამოავლინოთ და აქტიურ მოქმედებებს შეუდგეთ. საღამოს გარეგნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება — გარდერობის განახლება, ვარცხნილობის შეცვლა ან ახალი სამოსი განწყობას გაგიუმჯობესებთ და თქვენს ბუნებრივ მიმზიდველობას გააძლიერებს.

თხის რქა

თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მსუბუქი ფლირტი გააბან, რომელიც არცერთ პარტნიორს ვალდებულებას არ აკისრებს. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ გეგმების შეცვლისკენ გიბიძგოთ, სამაგიეროდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, ერთ-ერთი საყოფაცხოვრებო პრობლემა გადაჭრათ. არახელსაყრელი დღეა გასაუბრების თუ საქმიანი მოლაპარაკებებისთვის — ამ დღეს მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე იფიქრებთ და საუბრის მნიშვნელოვანი დეტალები გამოგეპარებათ. ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან საბუთებს და გრანდიოზულ გეგმებს ნუ დაისახავთ — ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგიმართლოთ. სევდა, რომელიც შეიძლება ამ დღეს დაგეუფლოთ, საკუთარ თავთან ფარული კონფლიქტით აიხსნება. შეეცადეთ, საკუთარ გრძნობებში გაერკვიოთ.

მერწყული

ბედნიერი დღეა, როდესაც შეიძლება ბედისწერის გაუთვალისწინებელი, მაგრამ სასიკეთო შემობრუნება მოხდეს. ირწმუნეთ სასწაულების და ყველა თქვენი ოცნება ახდება! ამ დღეს ინტუიცია უჩვეულოდ გამძაფრდება და ფასეულ მინიშნებებს მოგცემთ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ელოდეთ შთაგონებასა და ძალების მოზღვავებას, რაც პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. იმოქმედეთ ფრთხილად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება. ახლა ვარსკვლავები მსხვილ შენაძენებს ან ფულის საეჭვო პროექტებში ინვესტირებას არ გირჩევენ. გადაჭარბებულად ნუ შეაფასებთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს — ისინი უსაზღვრო არ არის.

თევზები

ვენერა დასუსტებულია, ამიტომ სასიყვარულო საქმეებში განსაკუთრებულ მიღწევებს არ უნდა ელოდოთ. ამ დღეს თქვენი პრინციპულობა და მახვილგონიერება გარშემომყოფებს მხოლოდ გააღიზიანებს. ნებისმიერი საქმის შესრულებისას სიფრთხილე და სიფხიზლე გამოიჩინეთ. უარს ნუ იტყვით მივლინებებზე, საქმიან მოლაპარაკებებზე, ასევე კურსებსა და სემინარებზე დასწრებაზე. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფინანსურ მდგომარეობაში, თუმცა გაუთვალისწინებელ ხარჯებს ან დაგროვილი ვალების გასტუმრებას დიდი თანხა მოხმარდება. ყურადღება მიაქციეთ სხეულიდან მომავალ სიგნალებს. მშვიდი დასვენება, ჯანსაღი კვება და ზომიერი ფიზიკური აქტივობა აქტიურ პერიოდზე გადასასვლელად მოგამზადებთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ნორმალურად არის, დაცემისას თითები იტკინა…” – ბავშვის ბებია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარზე
  • თბილისში 27 წლის ქალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა
  • რუსთავში მომხდარ დაპირისპირებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – რა კადრები ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge