რუსეთში კონცერტების ჩატარების გამო რიგაში ამერიკელ რეპერს Xzibit-ის დაგეგმილი კონცერტი გაუუქმეს – ინფორმაციას Delfi ავრცელებს და წერს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რეპერი ოკუპანტ სახელმწიფოში კონცერტებს მაინც აგრძელებდა. გამოცემის ცნობით, კონცერტი 2026 წლის 19 სექტემბერს, Xzibit-ის ევროპული საკონცერტო ტურნეს – „Kingmaker European Tour 2026“ ფარგლებში კლუბ „Coyote Fly“-ში უნდა გამართულიყო.
The Moscow Times-ის ინფორმაციით, რეპერმა 2025 წელს რუსეთში სამი კონცერტი გამართა.
