Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“თქვენ შეძელით მუსიკის გზით ქართული ცეცხლის გარდმოსვლა მსმენელთა გულებში!“ – ნიკოლოზ რაჭველი

June 29, 2022
“თქვენ შეძელით მუსიკის გზით ქართული ცეცხლის გარდმოსვლა მსმენელთა გულებში!“ – ნიკოლოზ რაჭველი

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საქართველოს საპატრიარქოს მგალობელთა გუნდის მიერ, ვატიკანშ სიქსტეს კაპელაში გამართულ კონცერტს ემოციური პოსტით ეხმიანება.

“წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრებს და სვიმონს, ასევე გიორგებს, ზვიადებს, იანოს, ქეთის, ირაკლის, ბასიანის ავტონომიურ ოლქს და ყველას ყველას ვინც ასე ძალიან გაგვახარეთ:

ამჯერად არა ჩემი რაჭველობის, არამედ რეალურად საკმაოდ რთული დღეების გამო (ხანგრძლივი და ტევადი პროცესი იყო უკრაინიდან გამომგზავრება, სახმელეთო საზღვრების გადაკვეთა, შემდეგ მანქანით, მატარებლით და თვითმფრინავით მგზავრობა და ა.შ.) დამიგვიანდა თქვენთვის ჩემი დიდი სიხარულის და მოლოცვის გაზიარება.

უნდა მაპატიოთ!

კონცერტის ჩანაწერიც დაგვიანებით ვნახე, თუმცა არ გამკვირვებია არც ხარისხი და არც შემართება, არც მუსიკალობა და არც დრამატურგია, უბრალოდ მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ ვაღიარე ჩემს თავთან, რომ საქართველოს თვენი სახით ყავს უდიდესი განძი, ნამდვილი მონაპოვარი. ასეთი უმაღლესი ხარისხის საგუნდო კოლექტივი მთელს პლანეტაზე ძნელად თუ მოიძებნება. უცებ რომ წარმოვიდგინოთ უთქვენობა სრულიად სხვა მუსიკალური ველი იქნებოდა როგორც სამებაში, ისე საკონცერტო დარბაზებსა და საერთაშორისო სცენებზე.

როგორც ვთქვი არაფერი გამკვირვებია, მაგრამ სიამაყის განცდა გაასმაგდა კონცერტის სივრცის და აქედან გამომდინარე მისი მნიშვნელობის გამო. ვატიკანში, ქრისტიანული სამყაროსა და სახვითი ხელოვნების ყველაზე შთამბეჭდავი გადაკვეთის ადგილიდან თქვენ მსოფლიოს წარუდგინეთ არა მხოლოდ ჩვენი მრავალხმიანი მუსიკის ისტორია, რაშიც ნამდვილად არ გვყავს ბადალი, არამედ ამ მუსიკისადმი მოპყრობის დღევანდელი დღე, თქვენი საოცარი პროფესიონალიზმით! ასევე მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ქართული ნაწარმოებების შესრულება, რამაც ერთგვარად დიდი პერიოდის თაღი შეკრა და ილია II-ს “ავე მარია”, რომელმაც ჩემი აზრით პირველად გაიჟღერა მისთვის აკუსტიკურად თუ ჟანრულად ყველაზე შინაურულ გარემოში.

ჩემო გუნდელებო, მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით, მენატრებით და ერთი სული მაქვს კვლავ როდის ავაჟღერებთ “სტიქსს”, რომელიც თქვენ (გორის ქალთა გუნდთან, ეროვნულ ორკესტრთან და გიორგი ცაგარელთან ერთად) აქციეთ ჩვენი დიდი გია ყანჩელისთვის საკუთარი შედევრის საუკეთესო შესრულების ნიმუშად.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ წარმატებას, არ მიაქციოთ ყურადღება გამოხმაურებათა შორის უსიამოვნო კონტექსტებს, ბოლომდე იხარეთ და იამაყეთ იმ ჯადოსნური დღეებით იტალიის მადლიან მიწაზე რომ გაატარეთ და კიდევ იმით, რომ ურთულეს, უმძიმეს და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ტრაგიკულ რეალობაში მაინც იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და შეძელით მუსიკის გზით ქართული ცეცხლის გარდამოსვლა მსმენელთა გულებში!

განსაკუთრებული მილოცვა სვიმონს, რომელიც განსხვავებული შეხედულებების გამო (მე სტრავინსკი უფრო მიყვარს და მას მალერი) აღარ მირიგდება, ზვიად ბოლქვაძეს, რომლის შექმნილი (როგორც ბიძინა კვერნაძე იტყოდა) ყოველი ნოტი მიყვარს, მსოფლიო ვარსკვლავს ჩემს ძვირფას იანოს ბიჭებისადმი მუდამ გვერდით დგომისათვის, ქეთი ქართველიშვილს, რომლის ხმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წესით სამედიცინო მედიკამენტების სიაში უნდა შეიყვანოს, გიორგებს: დონაძესა და ცაგარელს, რომლის გუნდთან კოლაბორაცია (განსაკუთრებით ფეხბურთში) უსაზღვროდ მიყვარს!

წარმატებები აწ და მარადის!

მშვიდობა და მტრის დამარცხება!

სიკეთე და სიხარული თქვენ!” – წერს რაჭველი

Tags: ნიკოლოზ რაჭველი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავლაბრიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
  • „ყველაფერი მოხდა ასე…“ – რას ჰყვება თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს, „ექსპო-ჯორჯიაში“ მომხდარი დაპირისპირების შესახებ?
  • „ფეხი არ დაუცდეთ…“ – ვისზე საუბრობს ირაკლი კობახიძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge