Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ეძებს საბაბს, რათა კობახიძე აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი” – რაზე საუბრობს ნიკა ჩიტაძე

June 10, 2026
“შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ეძებს საბაბს, რათა კობახიძე აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი” – რაზე საუბრობს ნიკა ჩიტაძე

ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან” საუბრისას განაცახდა რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გუშინდელი ბრიფინგი შესაძლოა წინა საღამოს გამართულ დებატებს უკავშირდებოდეს. მისი თქმით, ბრიფინგის შინაარსმა და შემდგომმა განცხადებებმა გააჩინა ვარაუდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის როლის ხაზგასმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

“გუშინდელ კობახიძის ბრიფინგს რაც შეეხება, მას წინ უძღოდა დებატები წინა საღამოს. ამ დებატებში მეც ვიღებდი მონაწილეობას და იქ ოპონენტების მხრიდან იყო კრიტიკა, რომ საქართველოში არსებობს ერთპიროვნული მმართველობა, ქვეყანას ჰყავს არაფორმალური მმართველი და ასე შემდეგ. ოპონენტები კითხვებს სვამდნენ და კობახიძეც პასუხობდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არასათანადო პასუხი გასცა კობახიძემ ოპონენტებს.

მეორე დილას უცებ ჩაინიშნა ბრიფინგი. როდესაც პრემიერ-მინისტრი ბრიფინგს ატარებს, ის ძირითადად ეხება რაიმე ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს. როცა ბრიფინგზე საუბრობ, როგორი კარგია ბიძინა ივანიშვილი, არსებობს იმის ალბათობა, რომ ივანიშვილი თვალყურს ადევნებდა გადაცემას და უკმაყოფილო იყო, ამიტომ კობახიძესთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მას ესაუბრა ოპონენტების გარეშე, ესაუბრა ივანიშვილის დამსახურებაზე.

უკვე შეწუხებულია ივანიშვილი. უფრო იზრდება უკმაყოფილება მოსახლეობაში, უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ქვეყანაში არის ერთპიროვნული მმართველობა. არ არის გამორიცხული, რომ აქედან გამომდინარე კობახიძეს მოსთხოვა, ესაუბრა ოპონენტების გარეშე, სადაც არავინ გააწყვეტინებდა. ვრცელი ტექსტი იყო, რომელიც აშკარად დილით იყო მომზადებული.

ამას მოჰყვა არა მარტო კობახიძის ბრიფინგი, არამედ პარტიის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც აყოლა. თითქოს იმის დამტკიცება უნდოდათ, რომ „ჩვენ ვართ თქვენი ერთგულები“ და არ ჩამორჩენოდნენ პრემიერს” – განაცხადა ნიკა ჩიტაძე “მეტრონომთან”.

ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, არსებობს მეორე ვერსიაც – არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლისთვის საბაბს ეძებდეს, ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მის მიმართ ერთგულების დამტკიცებას ცდილობდნენ.

“არის მეორე ვარიანტიც – შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილი ეძებს საბაბს, რათა კობახიძე აღარ იყოს პრემიერ-მინისტრი. ივანიშვილის მმართველობის პერიოდში ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრები მაქსიმუმ სამი წლის განმავლობაში იყვნენ თანამდებობაზე. თითქოს ივანიშვილს არ სურს, რომ ვინმე თავის თანამდებობაზე საკმარისად გაძლიერდეს. დიდხანს არავინ დარჩენილა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მათ შორის, ერთ-ერთი ყოფილი პრემიერი ციხეში მოხვდა, ერთი კი გაქცეულია და აღარ ჩანს.

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ კობახიძის გადადგომა სურდეს და საბაბად ის გამოიყენოს, რომ კობახიძემ ივანიშვილი საკმარისად არ დაიცვა. ამ დროს სხვებმაც მხარი აუბეს. „ქართული ოცნების“ წევრებიც შეეცდებიან, ივანიშვილს ერთგულება დაუმტკიცონ. ისინი სარგებელს ივანიშვილში ხედავენ და არა კობახიძეში ან სხვა რომელიმე ადამიანში.

ასევე იციან ივანიშვილის სუსტი წერტილი. მას თავად აქვს ნათქვამი ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან, რომ „გუნდში ყველა პელეს მეძახისო“ და ეს ძალიან უხაროდა. როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, ითქვა, რომ „დებატები ხშირად იმართება, თუმცა საბოლოოდ ყველაზე ხშირად ივანიშვილი იმარჯვებს“. ამით თითქოს იმის დამტკიცება უნდათ, რომ ივანიშვილი ყველაზე ჭკვიანია. არავის სურს ივანიშვილის დაჩრდილვა და ასე შემდეგ” – თქვა ნიკა ჩიტაძემ “მეტრონომთან”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოცნება” ცვლილებების მოლოდინში – რატომ გაჩნდა კითხვები კობახიძის შესაძლო გადადგომაზე
  • “გთხოვთ მოემზადოთ”- ამინდი მკვეთრად უარესდება
  • “უკრაინის 19 მოქალაქე დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი” – დარია სამოდუროვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge