პოლიციელისა და კიდევ ერთი მოქალაქის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ლაშა ამაშუკელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მომხდარი არ ახსოვს და ვერ ხსნის, რა მიზეზით დაჭრა ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება სისხლიანი თავდასხმის გარემოებებს სწავლობს. თავად ამაშუკელი აცხადებს, რომ ინციდენტის დეტალები არ ახსოვს და პოლიციელის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტს ვერ განმარტავს.
ბრალდებულს ფსიქიატრიულ-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ის შერაცხადი დანაშაულის ჩადენის დროს.
როგორც მოგეხსენებთ, ბრალდებულს წარედგინა ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და პოლიციელი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა, – თქვა პროცესის შემდეგ პროკურორმა.
სახელმწიფო ბრალდების მხარის შამდგომლობაზე დღეს პრეტენზია დაცვის მხარეს არ ჰქონია.
