უფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია – ამის შესახებ ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს.
“უფასო არის მკვდრისთვის კუბო, თორემ ოჯახის პატრონი მაგასაც ყიდულობს. უფასო არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე, მით უმეტეს ელექტროენერგია” – ამბობს ჯაფარიძე. მის ამ კომენტარს გამოცემა BM. ge ავრცელებს.
1 ივნისს მამუკა მდინარაძემ დაანონსა, რომ “მთავრობა მესტიაში ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი, არალეგალური ბიზსნესაქმიანობის კერძოდ, მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.” ამის შემდეგ ენმ-ის პატიმრობაში მყოფმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან გაავრცელა წერილი, სადაც ეწერა, რომ მაინერების საკითხის უკან მდგომი ერთ-ერთი პირი სწორედ ვიქტორ ჯაფარიძეა. 4 ივნისს შსს-მ მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღო.
