Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა” – თამთა მიქელაძე

June 9, 2026
იურისტების თქმით, აფგან სადიგოვის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს არღვევს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ და ეს აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი“.

„აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. იმავე საქმეზე, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მის ექსტრადიციას ბაქოში ითხოვდა და რომელიც აშკარად ფაბრიკაციული იყო და ჟურნალისტის პოლიტიკური დევნის ნიშნებს შეიცავდა, გამოძიება და დევნა განახლდა, თითქოს დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში აზერბაიჯანის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ ამ საქმეზე ჟურნალისტის მიმართ გამოძიება და დევნა შეწყვეტილი იყო და, შესაბამისად, ექსტრადიციის მოთხოვნაც შეჩერდა, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა. ახლა კი, აზერბაიჯანში დეპორტაციიდან 65 დღეში, ის იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავეს. ეს ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ეს პროცესი წინასწარ დაგეგმილი, კოორდინირებული და ფაბრიკაციული სპეცოპერაცია იყო, რომელშიც „ქართული ოცნების“ რეჟიმიც ღიად მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდეც აფგან სადიგოვი ამ საქმეზე არაერთხელ შეაჩერა აზერბაიჯანის პოლიციამ და ყოველ ჯერზე ჰპირდებოდნენ, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო და მისი შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის გახლდათ, რომ ბაზებში მონაცემები უნდა განახლებულიყო. რა ელის ახლა აფგან სადიგოვს ციხეში, სადაც უმძიმესი პირობებია და პოლიტიკური პატიმრების მიმართ მოპყრობა კიდევ უფრო სასტიკი და არაადამიანურია? რამდენი წელი მოუწევს მას ციხეში ყოფნა? რა ბედი ელის მის ოჯახს, რომელიც ევროპაშია გახიზნული და სრულიად მარტო რჩება?

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდებაც კი არ მოინდომა აზერბაიჯანმა და ორ თვეში ჟურნალისტი იმავე საქმეზე, იმავე საფუძვლით დააკავა.

აზერბაიჯანი და საქართველო მოქმედებდნენ ბოროტი განზრახვით, კონვენციური ვალდებულებების საწინააღმდეგოდ და ეს აუცილებლად გახდება ევროპული სასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების საფუძველი.

აფგან სადიგოვის საქმე უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი ჟურნალისტის ინდივიდუალური ისტორიის საზღვრებს. ეს არის ტესტი იმისა, რამდენად (არა)ეფექტიანად მუშაობს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დაცვის სისტემა მაშინ, როდესაც ორი სახელმწიფო ერთდროულად მოქმედებს პოლიტიკური დევნისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ინტერესით და ტრანსნაციონალურ რეპრესიას მიმართავს. არ ვიცი, რა ვუსურვო სადიგოვების ოჯახს, გარდა გაძლებისა და ისტორიის ჩარხის მიმართ იმედის არდაკარგვისა. იმედისა, რომ დიქტატორები აუცილებლად მთავრდებიან“,- წერს თამთა მიქელაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება” – გიორგი გვარაკიძე
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “უკრაინელებმა რუსეთში, ფრონტის ხაზიდან 1200 კმ-ში, ორ ქარხანას დაარტყეს” – უკრაინის გენშტაბი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge