Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია პროკურატურისგან სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

June 9, 2026
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტული იარაღია – საია პროკურატურისგან სამართლებრივ შეფასებას ითხოვს

საია მიიჩნევს, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა ექსპერიმენტული იარაღია, რომელიც კანონმდებლობით არ რეგულირდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამგვარმა მოქმედებამ შეიძლება სისხლისსამართლებრივად დასჯადი არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციასაც მიაღწიოს.

აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები – მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო აღმსრულებლების გამოკითხვით. (ვინაიდან სუს-ის მიერ წარმოებული გამოძიებით უკვე საჯაროდ დადასტურებულია, რომ შსს წყლის ჭავლში (თუნდაც 1 ღამის განმავლობაში) ქიმიურ ნივთიერებას ურევდა).

საიას მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით 5 სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს.

ორგანიზაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, რა სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით ხდებოდა ეს, ხოლო პროკურატურამ ეს საკითხი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად უნდა აქციოს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საიამ დაზარალებული მოქალაქეების სახელით სტრატეგიული სამართალწარმოება 2026 წლის 16 თებერვალს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა იურიდიული დახმარების მიღების მიზნით მოგვმართეს. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაციამ არაერთი განცხადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა: გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაზარალებულთა გამოკითხვა; წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის პრაქტიკის სამართლებრივი შეფასება; ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება; ასევე, საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაზარალებულად ცნობა.

მიუხედავად იმისა, რომ საიას მიერ საქმის წარმოების დაწყებიდან თითქმის ოთხი თვეა გასული, ხოლო მოვლენებიდან წელიწადნახევარი, შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუციათ სრულყოფილი პასუხები საკვანძო კითხვებზე. აღნიშნულ ვითარებაში, საია იძულებულია, თავად შეითავსოს ის ფუნქციები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს ეკისრებათ.

დღეს ორგანიზაცია წერილობით კომუნიკაციასთან ერთად, ღიად მიმართავს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით.

საია ყურადღებას ამახვილებს ორ განსაკუთრებით საგანგაშო გარემოებაზე:

(1) პირველი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წყლის ჭავლისა და ქიმიური გამაღიზიანებლების შერევას, როგორც შეკრებების მართვის კანონიერ საშუალებას და არ ადგენს მათი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებსა და სტანდარტებს. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა ვერ აკმაყოფილებს შეკრების თავისუფლებაში ჩარევის კანონიერების მოთხოვნას და შეიძლება შეფასდეს როგორც ექსპერიმენტული იარაღის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, კონვენციური სტანდარტით არასათანადო მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს ოფიციალური საჯარო განმარტება, ხოლო პროკურატურამ უზრუნველყოს საკითხის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირებისა და უშუალო ამსრულებლების გამოკითხვით.

(2) მეორე, პრობლემურია ფაქტების მიზანმიმართული არასრულყოფილი შეფასება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 2024 წლის 4-5 დეკემბრის მოვლენებს და არ მოიცავს სხვა თარიღებში განვითარებულ ეპიზოდებს. საიას მიერ დოკუმენტირებულია, რომ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევა გამოყენებული იყო დამატებით 5 სხვა ეპიზოდში: 2024 წლის 28, 29, 30 ნოემბერს, 1 და 3 დეკემბერს:

§ საიას განცხადება 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს1: „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. მათ შორის, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა და ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ […].“

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • 2026 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება – რას ამბობენ სპეციალისტები
  • 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge