შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ფიქტიური ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ეს იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქე უცხოელზე დაქორწინდება, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქემ ამ გარიგებით საქართველოში ბინადრობის უფლება, შემდეგ კი მოქალაქეობა მიიღოს. ქართველ ფიქტიურ პატარძალს ან სიძეს ციხეში წასვლა ორი წლით მოუწევთ.
საქართველოში იმუშავებს სპეც. კომისია, ის დაადგენს, წყვილმა ნამდვილად იქორწინა თუ ფიქტიურად? ჯერ არავინ იცის ეს იქნება მოულოდნელი შემოწმება სახლებში, თუ ცალ-ცალკე დაკითხვების მეთოდი.
ამ ფონზე რა თქმა უნდა, ჩნდება, კითხვა, რატომ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნამდვილი და ფიქტიური ქორწინებების მონიტორინგი?
