Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომის პაპი განცხადებას ავრცელებს

June 8, 2026
“ომი კვლავ მოდაშია და ომისადმი მისწრაფება მატულობს” – რომის პაპი, ლეონ XIV-ე

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონფლიქტების ესკალაციამ, პოლარიზაციის გაღრმავებამ და ადამიანის უფლებებისადმი უპატივცემულობამ მსოფლიო „ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისამდე“ მიიყვანა.

პონტიფიკოსის თქმით, მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ძალისხმევა მიმართონ ომების დასრულებისა და ყველაზე დაუცველი ადამიანების, მათ შორის მიგრანტების, მხარდაჭერისკენ.

„მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.

როგორც „როიტერი“ წერს, ესპანეთის პარლამენტში რომის პაპის გამოსვლა ისტორიული მოვლენაა, რადგან მსგავსი ფორმატის მიმართვა ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა.

ლეო XIV 6-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მადრიდში, ღია ცის ქვეშ ჩატარებულ წირვას მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლეო XIV 25-28 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა. ეს იქნება რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო – ახალი მონაცემები
  • ფიქტიური ქორწინებები დასჯადი ხდება – “ოცნება” საკანონმდებლო რეგულაციებს ამკაცრებს
  • სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულების ნაწილი ციხეს ტოვებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge