Saturday, August 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება და რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება

June 8, 2026
საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება – რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება.

პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს – პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის პროცედურას შეეხება.

დღეს მოქმედი რედაქციით, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით ფრაქციათა თავმჯდომარეები და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოდიან. ასევე პრეზიდენტი უფლებამოსილია დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს, ხოლო პრეზიდენტის მოსმენის პროცედურის დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა იხურება.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად კი, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულების შემდეგ, მოსმენის პროცედურა დასრულდება. პარლამენტს კი მუშაობის გაგრძელების და სხვა საკითხების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

რეგლამენტში ცვლილებები პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შესთავაზა. პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის მიმართვას პოლემიკის ფორმა არ უნდა ეძლეოდეს და ის პარტიულ-პოლიტიკურ პაექრობაში ჩართული არ უნდა აღმოჩნდეს.

“თუკი სხვა ქვეყნების გამოცდილებას შევხედავთ, სადაც არის პრეზიდენტის გამოსვლა – მაგალითად აშშ-ი და რიგი სხვა ქვეყნები რომ ავიღოთ – პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პროცედურა სრულდება და დებატები, კითხვა-პასუხი არ იმართება. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტის მოხსენება თავის მხრივ არის მიმართვა საზოგადოებისთვის და პარლამენტი პრეზიდენტს პლატფორმას სთავაზობს, რომ ყოველწლიურად მან ქვეყნის განვითარების თაობაზე გარკვეული შეჯამება გააკეთოს და ამით საზოგადოებას მიმართოს. პრეზიდენტი, როგორიც ინსტიტუტი, ყოველდღიური პოლიტიკის, ბატალიების, დებატების მონაწილე არ არის და ყოველდღიური პოლიტიკური და პარტიულ-პოლიტიკური განხილვების მონაწილე არც უნდა გავხადოთ.

ამგვარი გამოსვლები და შემდეგ დასკვნითი სიტყვები, გინდა-არგინდა პრეზიდენტს პარტიულ-პოლიტიკურ დებატებში ითრევს და უბიძგებს მას, რომ გარკვეული პოზიციები დაიჭიროს, რაც საბოლოო ჯამში, პრეზიდენტის, როგორც ზეპარტიული და არაყოველდღიურ პოლიტიკაში ჩართული ინსტიტუტის მნიშვნელობას აზიარებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა.

რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე ვფიქრობ, რომ ეს არის ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფების ორ კლანს შორის დაპირისპირება” – რას ამბობს თინა ხიდაშელი
  • Wizz Air-ის მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ – აქსესუარი რომელზეც შესაძლოა დაჯარიმდეთ
  • “ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს” -რას აცხადებს გედევან ფოფხაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge