Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს

June 8, 2026
პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს

პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ სოფლის მეურნეობის კომიტეტის მიმართვა დღეს ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს.

„ცნობად ვიღებთ სოფლის მეურნეობის კომიტეტის მომართვას სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რომელიც ეხება იუნესკო-ს ნომინაციაზე საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის წარდგენას. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა ვუთხრა სოფლის მეურნეობის კომიტეტს სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის. სწორედ სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო, რომელმაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავა თავის დროზე ხორბლის და პურის ცხობის ტრადიციის იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე და წარმატებით დასრულდა. დღეს არათუ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ უკვე ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველო არის, ვაზთან ერთად, ხორბლის სამშობლოც. ბოლო კვლევებით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, ეს სრულად დადასტურებულია. მნიშვნელოვანია, პარლამენტმაც მივიღოთ მონაწილეობა ამ თემის პოპულარიზაციაში, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. სწორედ აქედან, იუნესკო-ს წარმატებული პროცესიდან გამომდინარე იყო ინსპირაცია, რომ, მათ შორის, ლუდი, ლუდის ხარშვის ტრადიციის მეთოდი წარედგინოს იუნესკო-ს ნომინაციაზე. წინა გამოცდილებით, პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმაა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობის. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა, მისმა ხელმძღვანელმა, ბატონმა გელა სამხარაულმა ითავა ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, ვისაც ინტერესი გაქვთ, გთხოვთ, ითანამშრომლოთ ამ სამუშაო ჯგუფთან. იმედი გვაქვს, ჩვენი მოწვევის განმავლობაში შევძლებთ, რომ მოხდეს კიდევ ერთი ქართული კულტურის ტრადიციის აღიარება, როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლისა. ასე რომ, წარმატებას ვუსურვებ ამ სამუშაო ჯგუფს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციაზე უპრეცედენტო ზეწოლისა და ევროკავშირის ჩარევის ფონზე ჩატარდა” – მარია ზახაროვა
  • აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოს მიმართავენ
  • “იმედია არ დაგშოკათ ჩემმა ვარცხნილობამ…“ – მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge