ფილიპინებზე მომხდარ მძლავრ მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მინდანაოზე სტიქიამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, რასაც ცუნამის საშიშროება მოჰყვა.
მძლავრი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 07:37 საათზე (გრინვიჩით 23:37) დაფიქსირდა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ გენერალ-სანტოსის სანაპიროსთან, კუნძულ მინდანაოსთან მდებარეობდა. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტის (Phivolcs) ცნობით, მიწისძვრის კერის სიღრმე 10 კილომეტრს შეადგენდა.
ვიდეო: palitravideo
