Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

June 8, 2026
„სამველ კარაპეტიანი სომხური ივანიშვილია… არ გაიმეოროთ საქართველოს შეცდომა“ – სააკაშვილის გზავნილი სომხეთს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“იყო დრო როცა საქართველოში ხდებოდა დიდი ისტორიული ამბები, რომლებიც რეგიონზე და მსოფლიოზეც ახდენდა გავლენას. ეს დრო ჯერჯერობით წარსულს ჩაბარდა.
სამაგიეროდ გუშინ, ჩვენს ყურის ძირში, სომხეთში მოხდა ის, რაც განსაზღვრავს ჩვენს, ჩვენი რეგიონის და რუსეთის ბედსაც. სომეხი ხალხი არ დაემორჩილა პუტინის პირდაპირ შანტაჟს, არ დაუგდო ყური პროპაგანდას და ჭორებს, არ გაიყიდა
ფულზე და ფუჭ დაპირებებზე და ხელახლა აირჩია პაშინიანი. ამ არჩევანით სომხეთის სვლა დასავლეთში შეუქცევადი გახადა.
სომხეთში არ იმუშავა “ივანიშვილი 2012” ФСБ-ს გეგმამ. ეს მოხდა რამდენიმე მიზეზის გამო. 2012-ში ობამას ადმინისტრაციას ჩემი მოშორება სურდა, რადგან ხელს ვუშლიდით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში. ახლა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ჩავიდნენ ერევანში რუსეთისგან დამოუკიდებელი კურსის მხარდასაჭერად, ტრამპმა დაუჭირა საჯაროდ მხარი.
2012-ში ევროპა მე კი მიჭერდა პიროვნულად მხარს ბოლომდე, მაგრამ ვერც ივანიშვილის საფრთხეს ვერ ხედავდა. რუსეთი დღეს ბევრად უფრო სუსტია საერთაშორისო მასშტაბით ვიდრე მაშინ. ასევე პაშინიანმა გაითვალისწინა ჩემი მაგალითი და კარაპეტიანი შინა პატიმრობაში ჩასვა, ხოლო მის მიერ ფულის დარიგება არ დაუშვა.
და რაც მთავარია სომეხმა ხალხმა საკუთარი თვალით ნახა თუ რა მოიტანა რუსი ოლიგარქის ხელისუფლებამ საქართველოში და უთხრა რუსეთს არა მადლობა! შესაბამისად უარი უთხრა ოლიგარქ კარაპეტიანს, რომლის ძირითადი ფული რუსულია.
არადა პუტინს ზუსტად ისევე უნდოდა პაშინიანის მოშორება, როგორც თავის დროზე ჩემი. პაშინიანიც მოვიდა სახალხო რევოლუციით, რაზეც პუტინს ალერგია აქვს. შესაბამისად პუტინმა არ შეუშალა ხელი ყარაბაღის მეორე ომს, ვინაიდან იმედი ჰქონდა, რომ ასე მოიშორებდა პაშინიანს. შემოიღო ემბარგო, სომხურ პროდუქციაზე და ჩართო სომხური ეკლესია პაშინიანის დასამხობად. როცა არც ეს გამოვიდა მაშინ გამოაგორა “სომეხი ივანიშვილი”, ოღონდ ეს გეგმაც ჩაფლავდა ახლა.
გუშინდელი დღის შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან მწვავედ თუ რამხელა ანომალიაა ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს რეგიონში და საერთოდ თანამედროვე მსოფლიოში, ასე რომ ქართველებმა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ ჩვენი დასკვნები. ისევე როგორც ეს გააკეთა აზერბაიჯანმა და სომხეთმა, დროა ყველამ ერთად დავანახოთ მსოფლიოს რომ არ გვინდა რუსები.
გთავაზობთ 20 ივნისს აღვნიშნოთ ღირსების დღე, როცა გავრილოვი გააგდეს ქართველებმა და გამოვიდეთ რუსთაველზე იმის სათქმელად, რომ არასდროს შევეგუებით ჩვენი საყვარელი ქვეყნის რუსეთის კოლონიად ქცევას. ამის დემონსტრირება მუდმივად საჭიროა, რათა რუსეთს მოვუშალოთ მადა, ჩვენი გადაყლაპვის მცდელობა და მსოფლიოს ვუთხრათ რომ არავისზე ნაკლებად არ გვსურს თავისუფლება!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის იუნესკო-ს ნომინაციაზე წარსადგენად იმუშავებს
  • ვინ არის ახალგაზრდა ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
  • ქუთაისში ავტომობილიდან დიდი ოდენობით თანხა და ლეპტოპი მოიპარეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge