ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატება მიულოცა. ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
“ქართული ოცნების” ლიდერი განცხადებით, საქართველო მზად არის სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ორივე ერის ინტერესებს ემსახურება.
„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
