Monday, June 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კლინიკა “მედიქალ სიტი” გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

June 8, 2026
კლინიკა “მედიქალ სიტი” გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კლინიკა “მედიქალ სიტი” გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს კლინიკური თვალსაზრისით, პირველ ეტაპზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ შუალედური განმარტება.
ჩვენი კლინიკისთვის პაციენტის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ინტერესები ყოველთვის იყო და რჩება უმთავრეს პრიორიტეტად.
პირველ რიგში, გამოვხატავთ პატივისცემას თითოეული პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ. გვესმის, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მძიმე ან ემოციური გამოცდილება ადამიანებში იწვევს ბუნებრივ განცდებს, შფოთვასა და კითხვებს.
ამავდროულად, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მედიცინა არის ჭეშმარიტი მეცნიერება, თუმცა იგი არ არის ზუსტი მეცნიერება. მსოფლიოში არ არსებობს მედიცინა, კლინიკა ან ექიმი, რომელსაც ნებისმიერი დაავადების, გართულების ან შედეგის სრულად პროგნოზირება და მართვა შეუძლია იდეალური სიზუსტით. სწორედ ამიტომ, თანამედროვე მედიცინა ეფუძნება მტკიცებულებებს, პროფესიულ გამოცდილებას, საერთაშორისო გაიდლაინებსა და მუდმივ ანალიზს.
ჩვენი კლინიკა არასოდეს გაურბის პასუხისმგებლობას. თუ რომელიმე შემთხვევაში დადგინდება შეცდომა, ჩვენ გვაქვს საკმარისი პროფესიული და ადამიანური ღირსება, რომ ეს ვაღიაროთ, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ და საჭიროების შემთხვევაში ბოდიშიც მოვიხადოთ. ბოდიშის მოხდა არ არის მარცხი, ბოდიშის მოხდა არის პრევენცია მომავალი წარმატებისათვის. თუმცა მოცემული შემთხვევა არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, სადაც ჩვენი მხრიდან ბრალეულობა დადასტურებულია ან ბოდიშის მოხდის საფუძველი არსებობს.
სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ტენდენცია, როდესაც ქართული მედიცინის მიღწევები სათანადოდ არ ფასდება და ავტომატურად იქმნება წარმოდგენა, რომ უცხოეთში ყველაფერი იდეალურია. რეალობა გაცილებით რთულია. იდეალური მედიცინა არ არსებობს არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში. არსებობს სფეროები, სადაც საქართველო სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არსებობს მიმართულებები, სადაც ჯერ კიდევ განვითარების საჭიროებაა. მსგავსი სურათი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გვხვდება.
ჩვენ არ შევალთ პოლემიკაში იმის შესახებ, რამდენი რთული, კრიტიკული ან სამწუხაროდ ფატალური შემთხვევა დაბრუნებულა საქართველოში უცხოეთის სხვადასხვა კლინიკიდან. ეს არ არის ჩვენი ეთიკის ნაწილი. ჩვენი მიზანი არ არის რომელიმე ქვეყნის ან სამედიცინო სისტემის დაკნინება. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პროფესიონალს, რომელიც პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის იბრძვის.
ამავე დროს, ვერ მივიღებთ ბრალდებულის როლს იქ, სადაც ჩვენი პროფესიული პასუხისმგებლობა და დანაშაული არ არსებობს.
ამ პროცესმა კიდევ ერთხელ გააჩინა მნიშვნელოვანი კითხვები, რომელთა დასმა აუცილებელია არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის, არამედ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.
ნამდვილად არის თუ არა პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტი, როდესაც საჯაროდ ვრცელდება ბრალდება და პასუხის გაცემის შესაძლებლობა მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა მეორე მხარეს?
ნამდვილად არის თუ არა სამართლიანი, როდესაც ადამიანს, ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას ჯერ საზოგადოების წინაშე ადანაშაულებენ, ხოლო შემდეგ მას უწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება?
დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი ხომ სწორედ ის არის, რომ ბრალდება მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ის, რომ ბრალდებულად გამოცხადებულმა საკუთარი უდანაშაულობა ამტკიცოს?
არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმების ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის საკითხიც. ექიმი, რომელიც წლების განმავლობაში ემსახურება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმსახურებს ისეთივე სამართლიან დამოკიდებულებას, როგორსაც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. როდესაც ექიმი უსამართლოდ ხვდება კრიტიკის, შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წნეხის ქარცეცხლში, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა. ეს ყველას საერთო პრობლემაა.
განსაკუთრებით გვაფიქრებს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ნუთუ საკმარისია, რომ ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ერთმა მხარემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნოს საკუთარი ვერსია, ხოლო ეს ინფორმაცია ყოველგვარი გადამოწმების, მოკვლევის, ფაქტების დაზუსტებისა და მეორე მხარის პოზიციის მოსმენის გარეშე დაუყოვნებლივ იქცეს საზოგადოებრივი განსჯის საგნად?
ნუთუ პროფესიული ჟურნალისტიკის სტანდარტი არის ინფორმაციის უბრალო კოპირება და გავრცელება, მაშინ როდესაც ჯერ არ არის დადგენილი მისი სისწორე, სანდოობა და ფაქტობრივი საფუძვლები?
ნუთუ რამდენიმე სატელეფონო ზარი, ელემენტარული მოკვლევა, მეორე მხარის პოზიციის მოსმენა და საკითხის ობიექტური შეფასების მცდელობა უკვე ზედმეტი მოთხოვნაა თანამედროვე საინფორმაციო სივრცისთვის?
ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ მედიის მთავარი მისია სიმართლის ძიებაა და არა მხოლოდ ხმაურის ტირაჟირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში დამკვიდრდება უკიდურესად საშიში პრაქტიკა; ნებისმიერი დაუდასტურებელი ბრალდება შეიძლება რამდენიმე წუთში იქცეს „საზოგადოებრივ განაჩენად“, ხოლო სიმართლის დადგენა მეორე პლანზე გადავიდეს.
სამწუხაროდ, ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცუდი ამბავი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კარგი; სკანდალი უფრო მეტ ინტერესს იწვევს, ვიდრე პროფესიონალიზმი; ბრალდება უფრო ადვილად მიიღება, ვიდრე ფაქტების დადგენა.
ჩვენ გვინდა გვჯეროდეს, რომ საზოგადოება, მედია და ყველა პასუხისმგებელი პირი საბოლოოდ არჩევანს გააკეთებს არა ხმაურის, არამედ სიმართლის სასარგებლოდ; არა ემოციური განაჩენების, არამედ ობიექტური შეფასებების სასარგებლოდ; არა სკანდალის” – წერია კლინიკა მედიქალ სიტის განცხადებაში.

მოქალაქე ირინე მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკა მედიქალ სიტის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, მისი თვეების შვილს კლინიკამ არასწორი მკურნალობა გაუწია. როგორც ირინე მიმინოშვილი აცხადებს, კლინიკა მედიქალ სიტის ექიმებმა მის შვილს ალერგიის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა სხვა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვს ბრონქიტი ჰქონდა, მისი მდგომარეობა კი იმდენად დამძიმდა, რომ ბავშვს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არიან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ხუთი ახალგაზრდა
  • “სამმხრივი ომის პარტია დამარცხებულია…” – რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვების შემდეგ
  • საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, უცხოელთან ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge