Sunday, June 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

მაკა ბოჭორიშვილი – დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია

June 7, 2026
14-17 აპრილის სასესიო კვირაში პარლამენტი ინტერპელაციის წესით მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენს

დიასპორასთან ურთიერთობების გაძლიერება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დიასპორის დღის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები წარედგინათ, რომლებიც ქართული იდენტობის, ენისა და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„დიასპორასთან ურთიერთობები ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ დიასპორის დღე და გავაკეთეთ ახალი პროექტების პრეზენტაცია. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროექტები შევთავაზეთ, რომლებიც ძირითადად ფოკუსირებული იქნება სწორედ ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზე, დიასპორის სამშობლოსთან ურთიერთობების გაძლიერებაზე და, რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დიასპორაში, რომელიც მართლაც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებისთვის, იმიტომ რომ, ის ძალიან ხშირად არის მაკავშირებელი ჩვენს სამშობლოსთან, ჩვენს ქართულ კულტურასთან და სულიერებასთან. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება ჩვენს პროგრამებსა და პროექტებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა დიასპორის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და რეგულარული შეხვედრების მნიშვნელობას. მისი თქმით, სახელმწიფოს მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრები და მათთან კომუნიკაცია, როდესაც ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი კავშირი სამშობლოსთან, მაქსიმალურად შევუწყოთ ამას ხელი და ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები მაქსიმალურად იყვნენ სამშობლოსთან დაკავშირებული”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უწყების ცნობით, ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიასპორის მიმართულებით დაგეგმილი ახალი პროექტები და ინიციატივები სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეების ეროვნული, კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნებას ემსახურება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სომხეთის პრეზიდენტი – ხმა მივეცი მშვიდობიან, განვითარებად სომხეთს, რომელსაც ძლიერი და სტაბილური მომავალი აქვს
  • „სპეციალური წერილი“ ხამენეის – პაკისტანის შს მინისტრი თეირანში ჩაფრინდა
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge