ლიეტუვაში მმართველი კოალიცია დაიშალა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ კოალიციური მთავრობიდან პოპულისტური პარტია „ნემანის განთიადი“ გარიცხა და ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. პოლიტიკური ძალის კოალიციიდან გარიცხვის მიზეზად პოლიტიკური ძალის რადიკალური შეხედულებები დასახელდა.
„ნემანის განთიადის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე გასული წლის დეკემბერში ვილნიუსის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივებაში, რაც სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს უკავშირდებოდა.
