სომხეთში ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს დრონები გააკონტროლებენ.
ქვეყნის ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, სწორედ დრონების მეშვეობით გამოავლინდებიან პირები, რომლებიც ხვალ ხმების ყიდვას ქრთამით თუ სხვა საშუალებით შეეცდებიან.
“თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მიზნად ისახავს იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ეფექტურობის გაზრდას, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთი ისტორიული არჩევნებისთვის ემზადება -ადგილობრივი მოსახლეობა ხვალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციური პარტიის, ძლიერი სომხეთის 6 წევრი დააკავეს
