Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

June 5, 2026
“სასწორზე შემდეგი არჩევნები დევს – საქართველო თავის ბედს სწორედ მაშინ გადაწყვეტს”– სალომე ზურაბიშვილი

“ქართულ ოცნებას” ზრდილობა არ გააჩნია” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა Facebook Live-ში განაცხადა, სადაც მოქალაქეების კითხვებს პასუხობს და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გზავნილებსა და დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპამ “ქართული ოცნებისგან” მხოლოდ ის ითხოვა, რომ მათ მიმართ რიტორიკა შეეცვალათ, რასაც მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობა ესაჭიროება, რაც “ივანიშვილის გუნდს არ გააჩნია”.

მანვე აღნიშნა, რომ ამერიკას რეგიონში და საქართველოშ თავისი ინტერესები აქვს, თუმცა რეჟიმს ურთიერთობების დალაგების ნაცვლად, მხოლოდ ხელის ჩამორთმევა უნდა – “რათა თავის საზოგადოებას უთხრას, რომ მე აღარ ვარ იზოლაციაში”.

როგორ შეიძლება განვითარდეს [მოვლენები] ასეთი პატარა ქვეყნის და მისი ძალიან ძლიერ პარტნიორს შორის, რომელმაც 30 წლია ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო, ამერიკა და NATO ერთად დაგვეხმარნენ თავდაცვის კუთხით, რაც ვართ, ის ვართ იმიტომ, რომ მათ ხელი გამოგვიწოდეს, ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები წაიყვანეს და ა.შ.. იგივე ითქმის სხვა შეიძლება ითქვას არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიც არის ჯანდაცვა, როგორიც არის განათლება. ამერიკა თუ არა, ჩვენი ჯანდაცვა იქნებოდა, არ ვიცი, დღესაც ძალიან გვიჭირს ბევრი მიმართულებით, მაგრამ ყველაფერი რაც გაკეთდა, რომ დაძლეულიყო ეპიდემიური შიდსი და ის დაავადებები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო და ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ ჩვენ არაფერი არ დაგვიჯდა, ამაზეც არ არის მადლიერება და ჩვენ კიდევ ვუყურებთ ამერიკელებს და კიდევ გვაქვს, კობახიძესი არ იყოს, ის შესაძლებლობა სადღაც მოიპოვონ, რომ რუბიოს უთხრას, შენ იტყუები და მე ვარ მართალი. 

ამ პირობებში თან ლაპარაკობენ რაღაც აღდგენაზე, მაგრამ რეალურად, ის აღდგენა, რაზეც ლაპარაკობენ, დალაგება, თუ რაც არ უნდა სიტყვები იხმარონ, არ ჩანს ამათგან არანაირი ნაბიჯი. არაფერს აღარ ვიტყვი ევროკავშირთან, რომელმაც თვითონ გამოაგზავნა გზავნილი, რომ თუ რამე გსურთო, რამდენიმე რამეაო გასაკეთებელი თქვენი მხრიდანო და პირველი, ჩვენს მიმართ რომ რიტორიკა შეცვალოთო, რაც ყველაზე ადვილი არის, არაფერი არ ჯდება, ერთადერთს ითხოვს ზრდილობას, როგორც ჩანს ეს ზრდილობა მათ არ გააჩნიათ, იგივე ხდება ამერიკასთანაც. 

ამერიკა არაფერს ითხოვს, ამერიკას ცხადია აქვს ამ რეგიონის მიმართ  ინტერესი, მით უმეტეს, რომ დღეს აქვს ინტერესი აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ, როგორც რეგიონს უყურებს და ალბათ უნდა იყოს ამ რეგიონში სტაბილურობა და განვითარდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკას აინტერესებს, რომ სტაბილური იყოს, არ იყოს კორუფციის ბუდე, არ იყოს ადგილი, სადაც რუსეთის, ირანის და ჩინეთის გავლენა უფრო მეტია, ვიდრე თავისი. ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, თუ რეალურად გინდა მათთან ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ამ რეჟიმს არაფერი არ უნდა, უნდა ხელის ჩამორთმევა, რათა თავის საზოგადოებას უთხრას, რომ მე აღარ ვარ იზოლაციაში… ეს არის ამ რეჟიმის წარმოდგენა ნორმალიზაციის, რომ ეს ნორმალიზაცია მოხდეს ისე, რომ არც არაფერი სთხოვონ, არც არაფერი დათმონ იმიტომ, რომ იციან, ის რაც აინტერესებთ ამერიკელებს და ევროპელებს, ეს რუსეთისთვის მიუღებელია და მთავარი მამა იქ არის, ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება მთელი თვის განმავლობაში
  • პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge