საქართველოში მშენებლობა ისევ გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 3.8 პროცენტით. ინფორმაციას “BM.GE” ავრცელებს.
მათ შორის:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.1 პროცენტით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.05 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.9 პროცენტით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2.2 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით.
