ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში გარემოსდაცვითი კამპანია – „გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო, რუსთავის, მარნეულის და ბოლნისის რაიონული პროკურატურების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ჭალის ტყის გამწვანების ღონისძიებაში.
„ინიციატივის მიზანი ჭალის ტყის ეკოსისტემის აღდგენა, გარემოს დაცვა და მწვანე სივრცეების გაფართოებაა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
