Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გველმა რომ მიკბინა, მაგ დღეს გაცელეს ბაგა-ბაღის ეზო” – რას ჰყვება მასწავლებელი, რომელიც ოზურგეთში საბავშვო ბაღის ეზოში გველმა დაკბინა

June 5, 2026
“გველმა რომ მიკბინა, მაგ დღეს გაცელეს ბაგა-ბაღის ეზო” – რას ჰყვება მასწავლებელი, რომელიც ოზურგეთში საბავშვო ბაღის ეზოში გველმა დაკბინა

საბავშვო ბაღის პედაგოგი, რომელიც ოზურგეთის ნომერ მეცხრე ბაგა-ბაღის ეზოში გველმა დაკბინა, “ტვ პირველთან” მომხდარის შესახებ საუბრობს. ხათუნა მარგალიტაძე ამბობს, რომ იმ დროს როცა გველმა უკბინა, საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვებიც თამაშობდნენ – “თუმცა მე უკანა ეზოს შესასვლელიდან შევედი”.

მასწავლებლის თქმით, ბაღში ბალახი გაზრდილი იყო და სწორედ იმ დღეს დაიწყეს გაცელვითი სამუშაოები, როცა მას გველმა უკბინა.

ქალი ამბობს, რომ გველის ნაკბენი ისე დაუსივდა, სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.

“მანქანიდან გადმოვედი და ფეხი მაქვს დანადგამი. თვალითაც არ დამინახავს, რომ გამისივდა და რეაქცია მომცა, მერე ჩემით მივხვდი. ფეხსაცმელზეც ისეთი რაღაც იყო, ფეხსაცმელმა გადამარჩინა. სამედიცინო ჩარევა დამჭირდა. კი სახიფათოა, იმ დღეს მე რომ ეს დამემართა, მოსულები იყვნენ და ცელავდნენ. მანამდე არ იყო გაცელილი. რომ ჩამოვედი მაქანიდან ეტყობა იქ ბალახში იყო. ბავშვებიც კი თამაშობდნენ იმ ეზოში, მაგრამ ჩვენ უკანა შესასვლელით შევედით, უკანა ეზოდან. ის კი ნამდვილად არის, რომ ზუსტად მაგ დღეს მოვიდნენ მცელავები”, – ამბობს ხათუნა მარგალიტაძე.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია.

საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს, ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა? – უთხრეს დღეს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს საბავშვო ბაღში.

“რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობთ, როგორ არ გრცხვენიათ? ყველაფერი დგას ამ ბავშვების უსაფრთხოებაზე. ქუჩის გადაღმა გამოძვრა (გველი), ვინაა ამისგან დაზღვეული? ახლა საკუთარი ეზოს გაცელვა შეიძლება დაგაგვიანდეს. ბავშვები თუ თამაშობენ ეზოში, მერე რომელიმე ბავშვს უკბინა?”- აცხადებენ ბაღში.

ცნობისთვის, დღეს დილით ბაღის გამგემ, ვერა ვასაძემ “ტვ პირველს” მომხდარი დაუმალა. მან კითხვებზე პასუხი არ ისურვა და ტელეფონი გაუთიშა “ტვ პირველის” ჟურნალისტს, ბაღში მისულს კი კარი მიუხურა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კახეთში ელექტროგადამცემი ხაზის პროექტისთვის მოქალაქეებს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა
  • საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა – გაზრდილია ფასიც
  • ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა რუსთავის ჭალის ტყის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge