Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საგამოძიებო ორგანოების მიერ ადვოკატებისა და პროცესის სხვა მონაწილეებისთვის საქმის გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დაკისრების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობას” – საია 

June 5, 2026
საია-მ ტროტუარზე დგომის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, საგამოძიებო ორგანოების მიერ ადვოკატებისა და პროცესის სხვა მონაწილეებისთვის საქმის გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დაკისრების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების კონტროლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საია-ს განცხადებით, ბოლო ხანებში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა ადვოკატებსა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებს დააკისრეს ვალდებულება, საგამოძიებო ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნონ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მათ ხელთ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა და ინფორმაციის გასაჯაროება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

საია-ს შეფასებით, მართალია, კანონმდებლობა გამოძიების ინტერესების, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისა და პროცესის მონაწილეთა დაცვის მიზნით საქმის მასალების გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ, ინდივიდუალურად დასაბუთებულ გარემოებებს და ლეგიტიმური მიზნის დაცვას ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი შეზღუდვა შეიძლება გადაიზარდოს, მათ შორის დაცვის მხარის/დაზარალებულის უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვაში.

“კერძოდ, უნდა არსებობდეს მკაფიო დასაბუთება, თუ რა კონკრეტულ საფრთხეს უქმნის ინფორმაციის გავრცელება გამოძიების ინტერესებს, მოწმეების უსაფრთხოებას, მტკიცებულებების მოპოვებას ან მართლმსაჯულების განხორციელებას. მხოლოდ გამოძიების მიმდინარეობის ფაქტი თავისთავად ვერ გაამართლებს ინფორმაციის სრულად გასაიდუმლოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული მექანიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნეს არა გამოძიების ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად, არამედ სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეების, მათ შორის დაცვის მხარისა თუ დაზარალებულის, საჯარო აქტივობისა და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: – ”იმის გადაწყვეტა, თუ რა სახის ინფორმაცია აზიანებს ან მომავალში დააზიანებს გამოძიებას, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესაფასებელი მოცემულობაა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. ამასთანავე, ცხადია, რომ აღნიშნული შეფასებისას გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოთა მიხედულების ფარგლები არ არის უსაზღვრო, იგი უპირობოდ მოითხოვს საკითხის კეთილგონივრულ გადაწყვეტას და ყველა ჩართული კანონიერი ინტერესის შესაბამისად გათვალისწინებას“.

პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება პრაქტიკულად წარმოადგენს საგამოძიებო, პროკურატურის და სასამართლო ორგანოების დისკრეციას, რომელიც არავითარი კრიტერიუმით არ არის შეზღუდული. ასეთი ტიპის დისკრეციასთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ”ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის განხორციელებისას ყოველთვის არსებობს შეცდომის დაშვების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, თვითნებური, მიკერძოებული მოქმედების მეტი რისკი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და მისთვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა გაცილებით მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული, როდესაც ის საქმიანობას ახორციელებს მოქმედების თავისუფლების პირობებში“.

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრალდების მხარე მზად არის, ნებისმიერ პირს გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება, თუ ისინი ბრალს აღიარებენ და თავს დამნაშავედ ცნობენ” – 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი
  • FBI-ის ძებნილი რუსეთის მოქალაქეა – რას ედავება შტატების გამოძიება ქალს, რომელიც თბილისის აეროპორტში დააკავეს?
  • “ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე” – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge