გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.
სუს-ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.
„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი თანამედროვე გამოწვევები. ხაზი გაესვა მზარდი გლობალური საფრთხეების დაძლევის პროცესში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო 2026 წლის სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ერთად, მისი მოადგილეები – თამაზ ბორაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
