აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესანიშნავი იქნება.
„მიხარია, რომ შესაძლოა შეხვედრაზე საუბრობდნენ. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ შეხვდებიან“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, ორივე მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს.
„ორივე კომპრომისზე წავა, მე ეს კომპრომისები შევთავაზე და იცით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბევრი რამ გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის და მას შეხვედრას სთავაზობს. “უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ“, – აღნიშნულია წერილში.
