Friday, June 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

” უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის”- ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს

June 4, 2026
” უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის”- ზელენსკი ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავს

 

უკრაინა ომის დასრულების წინადადებით გამოდის, შეხვედრას გთავაზობთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისადმი ღია წერილში წერს.

უკრაინის პრეზიდენტი წერილში შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტს არაფერი ესაქმება მოსკოვში, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში, შესაბამისად, არის ქვეყნები, რომლებიც მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის ასახელებს შვეიცარიას, თურქეთს, არაბული სამყაროს ქვეყნებს.

“უკრაინა ჩვენსა და თქვენს შორის ომის დასრულების წინადადებით გამოდის. შეხვედრას გთავაზობთ.

ყველამ გაიგონა თქვენი წარმომადგენლები ღიმილით როგორ ამბობდნენ, რომ მოსკოვში უნდა ჩავიდე, მაგრამ 26 წლის შემდეგ თქვენს დედაქალაქში უკრაინის ლიდერს არაფერი ესაქმება, ისევე, როგორც რუსეთის ლიდერს კიევში.

არის ქვეყნები, რომლებიც ტრადიციულად მასპინძლობენ ლიდერებს ომისა და მშვიდობის საკითხების მოსაგვარებლად. შვეიცარია, თურქეთი, არაბული სამყაროს ქვეყნები – ბევრს შეუძლია და სურს ასეთი შეხვედრის მასპინძლობა.

ლიდერები წყვეტენ საკვანძო საკითხებს – ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება.

გთავაზობთ შეხვედრის კონკრეტული თარიღის ჩანიშვნას”, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის წერილში საუბრობს ომის დასრულების საკითხის მოლაპარაკებებში სხვა აქტორების მონაწილეობაზე, ერთ-ერთ პირობად კი ევროპელების მონაწილეობას ასახელებს. ზელენსკი ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნის საჭიროებაზე პროცესში.

“გავიგეთ ალასკაში როგორ დადეთ პირობა უკრაინასთან და ევროპასთან დაკავშირებით რაღაც საკითხების მოგვარებაზე. მაგრამ, როგორც ხედავთ, უკრაინული და ევროპული საკითხები ანკორიჯში არ წყდება.

სხვა გარკვეულ მონაწილეებს შეეძლებათ ჩვენს შორის დაწყებული ორმხრივი მოლაპარაკებებისადმი შეერთება.

ვინაიდან ომი ევროპაში მიმდინარეობს, და ჩვენ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება და თქვენ თქვენთვის გინდათ უსაფრთხოების გარანტიები, ლოგიკურია იმათი მოწვევა, ვისაც ნამდვილად შეუძლია გარანტორის როლის შესრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ ევროპის მონაწილეობა საჭიროა – მათი, ვისაც ნამდვილად აქვს ვითარებაზე გავლენის შესაძლებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ აშშ უნდა იყოს პროცესში, და ამას შეუძლია მსოფლიოს ჩვენს ნაწილში უსაფრთხოების ახალი კონფიგურაციის განსაზღვრა,” – ნათქვამია ზელენსკის წერილში.

უკრაინის პრეზიდენტი წერილში აღნიშნავს, რომ თუ ვლადიმერ პუტინი არ მივა იდეამდე, რომ ომის დასრულების დროა, უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს არსებობისთვის, რაც ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს გაცილებით რთული ბრძოლა მოუწევს, არა რუსეთის, არამედ პერსონალური არსებობისთვის.

ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს მუქარა არ არის, არამედ ფაქტი რუსეთის ისტორიიდან.

“გვჭირდება იმის განსაზღვრა, თუ როგორი მომავალი იქნება უკრაინელებისა და რუსების მომავალი თაობებისთვის. თუ თქვენ პერსონალურად თქვენ აზრებში არ მიხვალთ იმ იდეამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს თავისი არსებობისთვის ბრძოლას. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს. მაგრამ ასევე მოგიწევთ გაცილებით უფრო რთული ბრძოლა თქვენი არსებობისთვის – არა რუსეთის, არამედ პირადად თქვენი. და ეს მუქარა არაა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც კარგად იცით: რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება,” – ნათქვამია ზელენსკის წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება – მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
  • “ტემპერატურა +30 გრადუსამდე მოიმატებს”- როდიდან დათბება საქართველოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge