Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

June 4, 2026
საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია

საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია – გამოცემა Intelligence Online-ის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის “ყოფილი თანამოაზრის” დაკავება – გამოცემა გულისხმობს გიორგი უძილაურს, “ქართუ ბანკის” ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელიც სუს-მა 5 მაისს დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ქართული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულმა ოპერაციამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბა.

“საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სამსახური იძულებული გახდა, თბილისიდან პარიზში გაეწვია დაზვერვის ორი აგენტი” – ამ ციტატით იწყებს სტატიას Intelligence Online. ფრანგული მედიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასარიდებლად უარი თქვა საფრანგეთის დაზვერვის აგენტების “პერსონა ნონ გრატად” გამოცხადებაზე და მხოლოდ მათი ქვეყნიდან გაყვანა მოითხოვა, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი ვინაობების გასაჯაროებით დაიმუქრა.

გიორგი უძილაური, რომელიც ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელობდა, 5 მაისს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უძილაურის დაკავების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უთქვამს, კონკრეტულად რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავება მას გამოძიება, თუმცა გაკეთდა მკაფიო მინიშნებები იმის შესახებ, რომ მას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება ბრალად. 8 მაისს მამუკა მდინარაძემ სუს-ს მოუწოდა, რომ გაესაჯაროებინათ კადრები, რომელშიც მისივე თქმით, ჩანს, “როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაუთქმელობა მოძალადე პოლიციელების საქმეში – იურისტები თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე მიუთითებენ
  • საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი ნარსია დაინიშნა
  • ირაკლი კობახიძე დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge