Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაყალბებული ვიზების საქმე – გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ერთ-ერთი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს

June 4, 2026
გაყალბებული ვიზების საქმე – გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ერთ-ერთი დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს

გაყალბებული ვიზების საქმე – არ არის გამორიცხული, ერთ-ერთ დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

საქმის პროკურორმა ეს პოზიცია 4 პირიანი საქმის პროცესის დაწყებამდე გააჟღერა და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე თანახმაა, დაკავებული, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

“სამი პირის მიმართ ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას, ხოლო ერთი პირის მიმართ ვითხოვთ გირაოს გამოყენებას. გარკვეუწილად თანამშრომლობს სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და თუნდაც ამის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვითხოვთ გირაოს გამოყენებას” – თქვა ბრალდების მხარის წარმომადგენელმა.

პროკურორი ამტკიცებს, რომ საქმეში არსებული ე.წ. სველი ბეჭდები გაყალბებულია.

4 პირიანი პროცესის დაწყებამდე განცხადება გააკეთა ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ბრალდებული ორი პირის ადვოკატმაც. მისი თქმით, ორივე მათგანი გამოძიებასთან მისი დაწყების დღიდან თანამშრომლობს და ერთ-ერთი მათგანის დახმარებით გაიხსნა საქმე.

უფლებადამცველის თქმით, მისი დასაცავი პირებიდან ერთი პატიმრობაშია.

გამოძიება 1 დაკავებულს და პასუხისგებაში მიცემულ ორ პირს [მათ ქვეყნის დატოვება მოასწრეს] აშშ-ის ვიზის მომთხოვნი მოქალაქეებისთვის ფულის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავება.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდება წარედგინათ 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მათ გასაღებას ორგანიზებული ჯგუფის მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ გამოძიების დაწყების დღიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორივე ბრალდებული, აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, სწორედ მათი თანამშომლობის შედეგად ხელი შეუწყეს ამ დანაშაულის გახსნას. აქიდან გამომდინარე, დღეს ვიშუამდგომლებთ, სასამართლოს წინაშე, არ იქნას გამოყენებული საპატიმროს აღკვეთის ღონისძიება და გამოყენებულ იქნეს ნაკლებას მკაცრი ღონისძიება – გირაო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები საქართველოში იმყოფებიან, ერთი დაკავებჰულია, მეორე არა“ – თქვა ადვოკატმა.

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ პირთა ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეეფარდა. სასამართლომ ხუთი პირის აღვეთის ღონისძებაზე სამ ივნისს იმსჯელა, მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა. პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული – სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.

პროკურორის თქმით, დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და მზადყოფნას გამოთქვა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

ცნობისთვის, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.

საქმესთან დაკავშირებით სამი პირია დაკავებული, ექვსი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის, ე.წ. ქეისის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ე.წ. ქეისებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო.

სამეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მომდინარეობს, მათ შორის, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება- გასაღების მუხლებით. დანაშაული ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო სუფთა პრინციპით მუშაობს” – ირაკლი კობახიძე
  • რომეო მიქაუტაძე გამამტყუნებელ განაჩენს მეორე ინსტანციის სასამართლოში ასაჩივრებს
  • “2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7%-ით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა” – საქსტატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge