Thursday, June 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსამართლემ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

June 4, 2026
მოსამართლემ სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებული ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო თარაშვილმა სხდომის დარბაზიდან გაძევებული პოლიტიკოსის, ტერორისტული აქტის განხორციელებაში ბრალდებულ, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის პროცესებზე დაბრუნების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ალეკო ელისაშვილი მისი საქმის განხილვაზე დასწრებას მომდევნო სხდომებიდან შეძლებს.

პოლიტიკოსი დარბაზიდან გასულ სხდომაზე მოსამართლე მეია მელქაძემ სასამართლოს უპატივცემლობის გამო გააძევა. დღევანდელ პროცესზე კი, ადვოკატებმა მისი სხდომათა დარბაზში დაბრუნების თაობაზე იშუამდგომლეს.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე განმარტება გააკეთა.

„საქმის განხილვაში მონაწილეობა გულისხმობს წესრიგის დაცვას. ეს მხოლოდ მოსამართლის მოთხოვნა არაა, ეს მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი გზაა.

ვიდრე ალეკო ელისაშვილს გააძევებდნენ, ორჯერ მისცეს შენიშვნა და მან ეს არ მიიღო მხედველობაში.

გასაგებია, რომ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანის ემოციური მდგომარეობა უარყოფითია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი შეეშალოს”,- განაცხადა მოსამართლე ნინო თარაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, მან ადვოკატებს უთხრა, „კარგი იქნებოდა, რომ ბრალდებულის პოზიცია წერილობით წარედგინათ და თავის პირობა დაეფიქსირებინა“.

შემდეგი სხდომა 19 ივნისს, 10:30 საათზე ჩატარდება.

აღნიშნული ეპიზოდი ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხება.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ფაქტი 2025 წლის 4 მაისს მოხდა.

ცნობისთვის, კიდევ ერთ ეპიზოდზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.

აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქრთველოში
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს
  • მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge