მარტვილში ავარიის შედეგად დაშავებული მესამე ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ ინფო მარტვილი ავრცელებს.
შემთხვევა 30 მაისს მოხდა – მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას დაეჯახა. შედეგად 2 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, მესამე დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
