გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ანი ნასყიდაშვილის მამა, ლაშა ნასყიდაშვილი მისი შვილისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა:
“კუპატაძეების და ყველა მის სექტის წევრის დედას შე***ი” – დაწერა ლაშა ნასყიდაშვილმა. [სტილი დაცულია].
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ასევე, ანი ნასყიდაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მასაც არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
