ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონის, ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე პსჟ-ს გამარჯვების შემდეგ გადაღებულ ემოციურ, ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და წერს:
“ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რა ძალას მოითხოვს ასეთ მომენტამდე მისვლა. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები… და მიუხედავად ყველაფრისა, შენ ყოველ დღე განაგრძობდი სვლას.
ახლა კი ზედიზედ მეორედ, ჩემპიონი ხარ.
იმის ყურება, როგორ აიხდინე ყველაფერი, რაზეც ოდესღაც ლოცულობდი და ოცნებობდი, ყველაზე საოცარი რამ არის.
შენით ყოველთვის ვამაყობ. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო. ეს მხოლოდ დასაწყისია – წინ კიდევ ბევრი წარმატებაა”, – წერს ნიცა თავაძე.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის “არსენალი” დაამარცხა და ზედიზედ მეორე, ჩემპიონობა მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიას როლი მოედანზე გარდამტეხი იყო. თავდაპირველად “არსენალი” 1-0-ს იგებდა და პარიზელებს ლონდონის დაცვის გარღვევა უჭირდათ, თუმცა მეორე ტაიმში, ხვიჩამ ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად 11-მეტრიანი გამოიმუშავა, უსმან დემბელემ კი პენალტი ზუსტად შეასრულა. საბოლოოდ, საქმე 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც გამარჯვება პსჟ-მ მოიპოვა.
