Saturday, May 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

May 30, 2026
“უამრავ მორწმუნეს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის…ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ” – ნიკა გვარამია

ჩემი მხრიან გადაწყვეტილებები იქნება მიღებული – ასე პასუხობს ნიკა გვარამია ციხეებიდან დაწყებულ წერილების ქრონიკას. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი წერს, რომ მას კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მაგრამ არ ამბობს როგორი იქნება ეს უკანასკნელი.

ცნობისთვის, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ ეჭვიანობაში სდებს ბრალს, სააკაშვილი კი ამბობს რომ მელიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქციები დაშალა.

“სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ქონდეს ამდენი. არც სხვაზე ნაკლები სიმართლე მაქვს და არც სხვაზე ნაკლებად გამომდის სათქმელისთვის თავის მოყრა. მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და თუ რამე მიმაჩნია მინიმუმ არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. და თუ რამე არ მაქვს და ფუჭად ვერ დავხარჯავ, ეს დროა! დრო, რომელიც ძალიან ცოტა გვაქვს არა ჩვენ, არამედ ჩვენს სამშობლოს.
ალიანსის შექმნის რთული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების;
ურთულესი შიდა დისკუსიების;
უმძიმესი გარემოს ნელნელა კონსტრუქციული თანამშრომლობის და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარემოდ გადაქცევის;
სრულიად ურესურსოდ 2 თვიანი ყოველდღიური მძიმე შრომის;
წარმატებული საერთაშორისო შეხვედრების და ალიანსის მიმართ ჩვენი უცხოელი მეგობრების მიერ გამოხატული დიდი კეთილგანწყობის და ნდობის;
და განსაკუთრებით, 26 მაისს მიღწეული წარმატების და ქართველი ხალხის მიერ ალიანსისთვის გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერის შემდეგ
ნამდვილად არ მეგონა, თუ კიდევ სივრცე დარჩებოდა იმისთვის, რაც დღეს ხდება. და ხდება უკიდურესად არასასიამოვნო და ძალიან არარაციონალური, დამაზიანებელი ამბავი.
ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც. ბუნებრივია, პირად დამოკიდებულებებს ვერ გამოვრიცხავ, თუმცა მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებ – მე მყავს გუნდი, მყავს კოალიციური პარტნიორები (ზოგიერთი მათგანი ციხეშია), და ასევე პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ამიტომ სწრაფად ეს ყველაფერი ვერ გამომივა და არც ვაპირებ სიჩქარეში ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ-კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა, ასეთი ზღაპრებიც კი არ წამიკითხავს ბავშვობაში, თორემ არც ეგ შემიძლია სხვაზე ნაკლებად”, – წერს ნიკა გვარამია.

კოალიცია “ცვლილებისთის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია საპატიმროდან ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილს უკვე მრავალი წელია მის მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებებს პასუხობს და აღნშნავს, რომ “ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც”.

ნიკა მელიას თქმით, სადაც მიხეილ სააკაშვილია იქ ქვეყნის ინტერესი არ არის და მხოლოდ ეგოიტური ინტერესია.

მიხეილ სააკაშვილმა კი ციხიდან გამოგზავნილ წერილსი დაწერას, რომ ნიკა მელიამ მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული აქციები დაშალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge